ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება
ევროკომისია: საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით თვითნებურად დაკავებული ადამიანების ნაწილი შეიწყალეს, თუმცა ბევრი კვლავ პატიმრობაში რჩება
ევროკომისია: საქართველოში ძალაუფლების კონცენტრაცია გრძელდება, ადგილობრივ ხელისუფლებაზე კი პოლიტიკური და ფინანსური ზეწოლა ხორციელდება
ევროკომისია საქართველოში მოსამართლეთა კეთილსინდისიერების საგანგებო შემოწმებას საერთაშორისო ექსპერტების გადამწყვეტი მონაწილეობით მოითხოვს
ევროკომისია: საქართველოს ხელისუფლების ანტიევროპული რიტორიკა და რეფორმების უგულებელყოფა ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ მიზანს ეწინააღმდეგება

ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის

ნახვები: 237 ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა, რაც დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტებამ, ძალაუფლების კონცენტრაციამ, სამოქალაქო და პოლიტიკური თავისუფლებების შეზღუდვამ, რეპრესიების გაძლიერებამ და ანტიევროპული დეზინფორმაციის გავრცელებამ განაპირობა. ამის შესახებ ევროკომისიის 2026 წლის გაფართოების ანგარიშშია ნათქვამი.

დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს, რომელიც ძირითადი ოპოზიციური პარტიების აკრძალვას უკავშირდება.

„საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე საქმის ფარგლებში ძირითადი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობები საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიის საფუძვლებს“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ევროკომისიის შეფასებით, ხელისუფლებას არ განუხორციელებია საარჩევნო სისტემის რეფორმა, მიუხედავად წლების განმავლობაში გაცემული რეკომენდაციებისა.

ანგარიშში კრიტიკულად არის შეფასებული 2025 წლის ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნებიც, რომლებიც, ევროკომისიის თანახმად, „მკვეთრად პოლარიზებულ და რეპრესიულ გარემოში“ ჩატარდა, რამაც მნიშვნელოვნად დააზიანა საარჩევნო პროცესის კონკურენტუნარიანობა და გამჭვირვალობა.

დოკუმენტში პრობლემურ გარემოებებად დასახელებულია მმართველი პარტიის სასარგებლოდ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, ოპოზიციის დიდი ნაწილის ბოიკოტი, საარჩევნო ადმინისტრაციის მიუკერძოებლობის ნაკლებობა, ამომრჩეველთა დაშინება და ეუთო/ოდირისა და სანდო ადგილობრივი დამკვირვებლების არყოფნა.

ევროკომისია ასევე მიუთითებს საპარლამენტო ზედამხედველობის შესუსტებასა და აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილებების ზრდაზე.

„პოლიტიკური პოლარიზაცია გაღრმავდა, დემოკრატიული პლურალიზმი კი კიდევ უფრო გაუარესდა. ოპოზიციის ლიდერთა უმრავლესობას ამჟამად ან სისხლისსამართლებრივი ბრალდებები აქვს წაყენებული, ან ემიგრაციაში იმყოფებიან, ან პატიმრობაში“, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში დამატებით აღნიშნულია, რომ ქალთა წარმომადგენლობა საჯარო თანამდებობებზე მცირდება.

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა