ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება
ევროკომისია: საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით თვითნებურად დაკავებული ადამიანების ნაწილი შეიწყალეს, თუმცა ბევრი კვლავ პატიმრობაში რჩება
ევროკომისია: საქართველოში ძალაუფლების კონცენტრაცია გრძელდება, ადგილობრივ ხელისუფლებაზე კი პოლიტიკური და ფინანსური ზეწოლა ხორციელდება
ევროკომისია საქართველოში მოსამართლეთა კეთილსინდისიერების საგანგებო შემოწმებას საერთაშორისო ექსპერტების გადამწყვეტი მონაწილეობით მოითხოვს
ევროკომისია: საქართველოს ხელისუფლების ანტიევროპული რიტორიკა და რეფორმების უგულებელყოფა ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ მიზანს ეწინააღმდეგება

ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

ნახვები: 247 ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2024 წლის ნოემბრის განცხადება, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის მიმართულებით არ იმოქმედებს, ქვეყნის კონსტიტუციით განსაზღვრულ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება. ამის შესახებ ევროკომისიის 2026 წლის გაფართოების ანგარიშშია ნათქვამი, რომლის შეფასებებსაც საქართველოს პირველი არხი ავრცელებს.

დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს მთავრობის 2025–2028 წლების პროგრამით განსაზღვრულ პრიორიტეტებთანაც.

ევროკომისია ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილება მკვეთრად განსხვავდება საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ გამოხატული მხარდაჭერისგან.

ანგარიშში ასევე გაკრიტიკებულია ხელისუფლების ანტიევროპული რიტორიკა, მანიპულაციური ნარატივებისა და შეთქმულების თეორიების გავრცელება, რაც, ევროკომისიის შეფასებით, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ მიზანს ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება.

ევროკომისიის შეფასება კიდევ ერთხელ გამოკვეთს წინააღმდეგობას საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ ევროპული ინტეგრაციის მიზანსა და ხელისუფლების მიერ არჩეულ პოლიტიკურ კურსს შორის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა