გოგნის ქარის ელექტროსადგური – როგორ შეიძლება ერთმა ინვესტიციამ რამდენიმე სოფლის ეკონომიკა შეცვალოს
Ukraine’s air defenses down 112 Russian drones, three missiles overnight
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,990 over past day
Vučić concedes defeat in Parliamentary election
მედია: ტრამპის ადმინისტრაცია ვიქტორ ორბანს გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე მხარს უჭერს – ვაშინგტონი რუსეთისა და ჩინეთის მხარდაჭერის მოპოვებასაც ცდილობს
Trump Administration backs Orbán for UN Secretary-General – media
FM Sybiha: War cannot be ended by stopping Ukraine’s resistance
Zelensky: Bipartisan support for Ukraine in U.S. grows stronger

ვოლოდიმირ ზელენსკი - მსოფლიო საკმარისად ძლიერია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო დასაჯოს

ნახვები: 499 ვოლოდიმირ ზელენსკი - მსოფლიო საკმარისად ძლიერია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო დასაჯოს

დონბასში ერთ-ერთი ყველაზე რთული ბრძოლა მიმდინარეობს, მტკივნეული და რთული, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც სახელმწიფოს იცავს ბახმუტის, უგლედარის, ავდეევკის, სევერსკის, სვატოვსკის, ლიმანისა და ზაპოროჟიეს მიმართულებებზე.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მსოფლიო საკმარისად ძლიერია, რომ რუსეთი დასაჯოს უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო.

„ეს კვირა არის კიდევ ერთი კვირა, როდესაც ჩვენმა ჯარისკაცებმა და თითოეულმა მათგანმა, ვინც სახელმწიფოს დაცვაში გვეხმარება, კიდევ უფრო დააახლოვა უკრაინის გამარჯვება. მათ მოიგერიეს თავდასხმები, გაანადგურეს ოკუპანტი, ძირი გამოუთხარეს მტრულ პოზიციებს და ლოჯისტიკას, დაიცვეს ჩვენი საზღვრები და ქალაქები. მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს, ვინც ახლა ბრძოლაშია! მსოფლიო საკმარისად ძლიერია, რომ რუსეთი ომისთვის დასაჯოს. და ჩვენ მივცემთ მსოფლიოს საკმარის გამბედაობას და საკმარის ინსტრუმენტებს, რათა სასჯელი დადგეს. მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს პარტნიორს, რომლებიც გვეხმარებიან იურიდიული ურთიერთქმედების ქსელის ჩამოყალიბებაში ისე, რომ შესაბამისი სასჯელები გამოცხადდეს და განხორციელდეს“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა