ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს

ლევან ხაბეიშვილმა აქციის მონაწილეებს მიმართა - ოპოზიცია აპირებს ფიზიკურად ბრძოლას, რათა ეს კანონი არ გაიტანონ, ჯერი არის თქვენზე, ხელები არ ჩამოვუშვათ, არ დავნებდეთ

ნახვები: 585 ლევან ხაბეიშვილმა აქციის მონაწილეებს მიმართა - ოპოზიცია აპირებს ფიზიკურად ბრძოლას, რათა ეს კანონი არ გაიტანონ, ჯერი არის თქვენზე, ხელები არ ჩამოვუშვათ, არ დავნებდეთ

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტის შენობიდან აქციის მონაწილეებს მიმართა.

ხაბეიშვილის თქმით, ოპოზიცია აპირებს ფიზიკურად ბრძოლას, რათა ხელი შეუშალოს „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიღებას და მოქალაქეებს მოუწოდა, არ დანებდნენ.

„მინდა, ერთი რამ გთხოვოთ და გაითვალისწინოთ, ეს არ არის პარტიული საქმე, ეს არ არის რომელიმე პარტიის საქმე, ეს არ არის ვინმეს ვიწრო ინტერესი, ეს არის ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საქმე. ჩემო ძვირფასებო, ვისაც არ მოგწონთ კონკრეტული პარტია, თქვენი ქვეყანა ხომ გიყვართ? ჩვენ ვიბრძოლებთ ფიზიკურად, ერთ საათში არის ბიუროს სხდომა. ოპოზიცია აპირებს იქაც ფიზიკურად ბრძოლას, რათა ეს კანონი არ გაიტანონ. დანარჩენი არის ქართველ ხალხზე, ჯერი არის თქვენზე. ხელები არ ჩამოვუშვათ, არ დავნებდეთ“, – მიმართა ლევან ხაბეიშვილმა აქციის მონაწილეებს.

„ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტებს ამ წუთებში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა