ნოროვირუსის შემთხვევების გამოვლენის შემდეგ თბილისის საბავშვო ბაღები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ
გოგნის ტყე: ვიკამათოთ ფაქტებით
France to srengthen Ukraine’s air defense with radars, interceptor missiles — Macron
FM Sybiha criticizes Budapest’s stance on Ukraine, says Orbán has gone, but his policies thriving
Zelensky meets with U.S. senators to discuss sanctions, anti-ballistic protection
შსს: ძმები დავით და გიორგი ფეიქრიშვილები და კიდევ ერთი პირი გამოძალვისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს
წლის ბოლომდე დასახური სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოსთვის 2026 წლის ბიუჯეტში 1,65 მილიონი ლარია გათვალისწინებული
თბილისში ძმები დავით და გიორგი ფეიქრიშვილები დააკავეს

ძნელი წარმოსადგენია ამდენი ადამიანი ცდებოდეს და ერთი პოლიტიკური ჯგუფი იყოს კანონის მიღებისას მართალი - ქათამაძე

ნახვები: 694 ძნელი წარმოსადგენია ამდენი ადამიანი ცდებოდეს და ერთი პოლიტიკური ჯგუფი იყოს კანონის მიღებისას მართალი - ქათამაძე

ნინო ქათამაძე რუსული კანონის წინააღმდეგ - მომღერალი სოციალურ ქსელში წერს, რომ ამდენი ადამიანი ცდებოდეს და მხოლოდ ერთი პოლიტიკური ჯგუფი იყოს კანონის მიღებისას მართალი.

"ჩვენს ქვეყანას ევროპული გამოცდილება, მეცნიერება და განათლება სჭირდება. ეს უნდა იყოს მისი ,,თოფ-იარაღი.

ილია ჭავჭავაძე 100 ზე მეტი წლის წინ ცდილობდა ქართველებისთვის სწორი გზა ეჩვენებინა, ჩვენ კი როგორც სჩანს ახლაც ვერ ვხედავთ მკაფიოდ ამ გზას, ასე ახლოს ევროპასთან და რეალურად კი თურმე ძალიან შორს. კანონი რუსულია თუ ამერიკული არ აქვს მნიშვნელობა, თუ ის ჩვენს რეალურ ადგილს გვაკარგინებს მსოფლიოში. ძნელი წარმოსადგენია ამდენი ადამიანი ცდებოდეს და მხოლოდ ერთი პოლიტიკური ჯგუფი იყოს კანონის მიღებისას მართალი, ფაქტია რომ რაღაც ხდება ისეთი, რაც ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის, თუ გვინდა ევროპა მეტი შესაძლებლობებისთვის, უკეთესი განათლებისთვის, ევროპული მომავალი როგორც ჩვენი თოფ იარაღი, მაშინ როგორც ილია ჭავჭავაძე იტყოდა, მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი. არ უნდა დაუშვას დღეს ჩვენმა საზოგადოებამ უძრაობა და ევროპაში მისი კუთვნილი ადგილის დაკარგვა". - წერს ნინო ქათამაძე.

აგენტების კანონს " აპროტესტებს ყველა - ფეხბურთელები, პროფესორ მასწვალებელები, სტუდენეტები, ხელოვანები და ამ ქვეყნის მოქალაქეები, კანონის მხადაჭერებს კი პოლიცია იცავს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა