ურსულა ფონ დერ ლაიენი: სომხეთში არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა დემოკრატიის სიმტკიცე
არჩილ ჩხოტუამ საქართველოში პირველად, რეგიონსა და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც უპრეცედენტო თირკმლის ტრანსპლანტაცია ჩაატარა
საგარეო უწყება: ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველომ რუსეთ-ცხინვალის 9 მაისის ე.წ. შეთანხმება გააპროტესტა
Zelensky: Russia launches over 70 missiles, nearly 500 drones overnight, main strike on Kyiv
Reuters: ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 295-ს მიაღწია
Massive strike on Kyiv: 13 killed, injuries rise to 90, people still trapped under rubble
War update: 259 clashes on frontline over past day, fiercest fighting in Pokrovsk and Sloviansk sectors
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,140 over past day

ჩემთვის ევროპა არა შოპინგზე სიარულს, არამედ ღირებულებებს ნიშნავს... ევროპაში თავაწეული დავდივარ - კალაძე

08.03.2023 ნახვები: 555

"ჩემთვის ევროპა არა შოპინგზე სიარულს, არამედ ღირებულებებს ნიშნავს" - ამბობს თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში.

14-წუთიან ჩანაწერში კალაძე საუბრობს ევროპაზე და ამკიცებს, რომ ცხოვრობს ევროპული ღირებულებებით და ევროპაშიც თავაწეული დადის. 

"ევროპაზე საუბრისას პირადად მე ძალიან ხშირად, განსაკუთრებით ბოლო დღეების განმავლობაში, ოპონენტების მხრიდან მხვდება სტატუსები, მწერენ ხოლმე -"აი, კახა კარგია შოპინგი ევროპაში?" და ა.შ. ნიშანდობლივია, რომ ამ ადამიანებს, პოლიტიკურ ოპონენტებს ევროპა შოპინგამდე დაჰყავთ, რაც მათს მენტალიტეტსა და შეგნებაზე მეტყველებს.ეს იმის მანიშნებელია, რომ ამ ადამიანებს ღირებულებები არ აქვთ...

ჩემთვის ევროპა არა შოპინგზე სიარულს, არამედ ღირებულებებს ნიშნავს. მე როგორც ქართველი, ევროპაში ყოველთვის თავაწეული დავდიოდი, დღესაც ასე დავდივარ და მომავალშიც ასე ვივლი"- ამბობს კალაძე. 

ამის შემდეგ კალაძე კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საუბრობს და ამბობს, რომ "ყველასათვის ნათელია, რომ საქართველოს ეს სტატუსი სრულად დაუმსახურებლად არ მიანიჭა". 

თბილსის მერი, რომელიც ამტკიცებს, რომ ევროპული ცხოვრებით ცხოვრობს, ამავე მიმართვაში ანტიდასავლურ გზავნილებსაც იმეორებს. კალაძის თქმით, კანდიდატის სატატუსის არმინიჭება: "იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და შეეცადნენ ჩევნი ქვეყნისა და ხელისუფლების დასჯას, იმისთვის, რომ საქართველო უკრაინაში მიმდინარე ომში არ ჩაერთო, არ შეუერთდა სანქციებს, იყო იმედი, რომ კანდიდატის სტატუსზე უარი საქართველოში რევოლუციითა და ხელისუფლების ცვლილებით დასრულდებოდა, რაც არ გამართლდა". 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა