ნოროვირუსის შემთხვევების გამოვლენის შემდეგ თბილისის საბავშვო ბაღები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ
გოგნის ტყე: ვიკამათოთ ფაქტებით
France to srengthen Ukraine’s air defense with radars, interceptor missiles — Macron
FM Sybiha criticizes Budapest’s stance on Ukraine, says Orbán has gone, but his policies thriving
Zelensky meets with U.S. senators to discuss sanctions, anti-ballistic protection
შსს: ძმები დავით და გიორგი ფეიქრიშვილები და კიდევ ერთი პირი გამოძალვისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს
წლის ბოლომდე დასახური სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოსთვის 2026 წლის ბიუჯეტში 1,65 მილიონი ლარია გათვალისწინებული
თბილისში ძმები დავით და გიორგი ფეიქრიშვილები დააკავეს

მამუკა მდინარაძე: მთავარი ამოსავალი წერტილი იყო ის, რომ რისკის ქვეშ არ დავაყენეთ თუნდაც ერთი ადამიანის, ერთი ბავშვის ჯანმრთელობა და სიცოცხლე

ნახვები: 693 მამუკა მდინარაძე: მთავარი ამოსავალი წერტილი იყო ის, რომ რისკის ქვეშ არ დავაყენეთ თუნდაც ერთი ადამიანის, ერთი ბავშვის ჯანმრთელობა და სიცოცხლე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა უარს ამბობს ე.წ. აგენტების შესახებ შემუშავებული ორივე კანონპროექტის მხარდაჭერაზე.

როგორც მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ პრესკონფერენციაზე განმარტა, გადაწყვეტილების ამოსავალი წერტილი ის იყო, რომ ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე რისკის ქვეშ არ დამდგარიყო.

„როგორც პასუხისმგებლობიანმა პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც პირველი რიგის ამოცანად ყოველთვის ისახავდა თითოეული მოქალაქის წინაშე პასუხისმგებლობას, მივიღეთ გადაწყვეტილება, ორივე პროექტთან დაკავშირებით, უარი ვთქვათ ამ პროექტების მხარდაჭერაზე და გავიწვიოთ ეს პროექტები.

მინდა გითხრათ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი, რასაც საპარლამენტო უმრავლესობა ეთანხმება. დილით არ გვქონდა საშუალება, უშუალო კომუნიკაცია გვქონოდა, დისტანციური კომუნიკაცია გვქონდა და მაშინ გადავწყვიტეთ ეს ამბავი. ახლა შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით დაგიდასტუროთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა სრული შემადგენლობით ადასტურებს გადაწყვეტილებას და იზიარებს მას. მთავარი ამოსავალი წერტილი ამ გადაწყვეტილების საფუძვლად იყო ის, რომ რისკის ქვეშ არ დავაყენეთ თუნდაც ერთი ადამიანის, ერთი ბავშვის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, ეს იყო ამოსავალი წერტილი. როგორც ჩანდა, ამის რისკები შეიძლებოდა გაზრდილიყო. აქედან გამომდინარე პირველი რიგის ამოცანად დავისახეთ, რომ გვერდზე გადავდოთ ყველაფერი, ეს იყო წითელი ხაზი, წყალგამყოფი, რის გამოც ერთი ახალგაზრდის სიცოცხლეც კი არ გავრისკეთ“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა