ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს

პრეზიდენტი - ხელისუფლება დანებდა და გამოაცხადა, რომ კანონპროექტის გაწვევას აპირებს

ნახვები: 585 პრეზიდენტი - ხელისუფლება დანებდა და გამოაცხადა, რომ კანონპროექტის გაწვევას აპირებს

არავის მესმის, რატომ გადაწყვიტეს უეცრად, რომ ეს კანონპროექტი რამენაირად სასარგებლო იყო ამ ეტაპზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.

 

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ახლა ქვეყანა ძალიან მნიშნველოვან მომენტშია.

 

“ძალიან მნიშვნელოვან მომენტში ვართ, როდესაც ველით ევროკავშირის გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე თვის წინ უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭა. მსგავს გადაწყვეტილებას ველით წლის ბოლომდე.

 

რამდენიმე რეკომენდაცია მოგვცეს, რა გავაკეთოთ, რათა ეს კანდიდატის სტატუსი დავიმსახუროთ. მოგვცეს ევროპული პერსპექტივა, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვინაიდან, ნიშნავს, რომ ყველა დისკუსია, რაც აქამდე იყო ჩვენს გეოგრაფიულ მდებარეობაზე - თითქოს ძალიან შორს ვართ, ყველაფერი დასრულებულია და ჩვენ ევროპული პერსპექტივით ვართ, რომელიც შესასრულებელი გვაქვს…

 

და ასეთ ვითარებაში კანონი არსაიდან არის მოსული. ეწინააღმდეგება ყველაფერს, რის გაკეთებასაც ევროკავშირი გვირჩევს, რაც არის სამოქალაქო საზოგადოების მეტი ჩართულობა, მეტი გამჭვირვალობა, ევროპული მომავლის შესახებ პოლიტიკურ დისკუსიებში სამოქალაქო საზოგადოების მეტი ჩართულობა.

 

ასე რომ, ეს საქართველოს მოსახლეობის მიერ აღქმულ იქნა, როგორც ანტი-ევროპული კანონი და იმავენაირად იქნა აღქმული ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მიერ. სრული ერთსულოვნება იყო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და ქართული საზოგადოების, რომელიც ქუჩებში დგას ახლა უკვე მესამე დღეა.

 

როგორც კი კანონპროექტი ინიცირებულ იქნა, საჯაროდ გამოვაცხადე, რომ ვეტოს დავადებდი და მხარს ვუჭერდი დემონსტრაციებს, რომლებიც თბილისში მიმდინარეობდა. საბოლოოდ, ხელისუფლება დანებდა და გამოაცხადა, რომ კანონპროექტის გაწვევას აპირებს, მაგრამ არ მესმის უეცრად რატომ გადაწყვიტეს, რომ ეს კანონპროექტი რამენაირად სასარგებლო იყო ამ ეტაპზე.

 

ეს ბრძოლაა, ამ გზის დასასრული არაა, რომელსაც გავდივართ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი დროა საქართველოსთვის”, - თქვა ზურაბიშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა