Russia to step up ballistic missile attacks as U.S. cuts Patriot missile supplies to Ukraine – Zelensky
Trump asked Musk to lift Starlink restrictions in Ukraine – WSJ
Merz: Lasting peace in Ukraine impossible without Europe`s participation
`Nothing personal between me and Trump`- Zelensky comments on tensions with U.S.
დიტო ჩუბინიძე საბოტაჟის ბრალდებას არ აღიარებს – ადვოკატის განცხადებით, ჟურნალისტი ირაკლი ღარიბაშვილს პირადად არ იცნობს და მასთან კომუნიკაცია არასდროს ჰქონია
დავით ოქიტაშვილი მამუკა მდინარაძესა და თიკა რუხაძეს: რა კონკრეტული წვლილი შეიტანეთ 2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვებაში? – ჯერ კიდევ ბევრი საკითხია გასარკვევი
ტრამპი: ილონ მასკმა უკრაინას Starlink-ზე წვდომა აღუდგინა – მნიშვნელობა არ აქვს, მე დავურეკე თუ ვინმე სხვამ
ზელენსკი: პუტინისთვის სანქციების მოხსნა მას გააძლიერებს – უკრაინა ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად არასდროს აღიარებს

ჯეიმს კლევერლი - ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას

ნახვები: 508 ჯეიმს კლევერლი - ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას

ვაგრძელებთ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს ვალდებულებები 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების ჩარჩოებში, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ჯეიმს კლევერლიმ ილია დარჩიაშვილს თბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ძალიან დიდი მადლობა, რომ ასეთი თბილი მიღება გამიმართეთ საქართველოში. ჩვენ გვქონდა საშუალება, შევხვედროდით მთელ რიგ შემთხვევებში და ჩვენ რეგულარულად ვსაუბრობდით. ბოლო დროს მქონდა შესაძლებლობა, მემასპინძლა თქვენთვის ლონდონში, ვორდროფის დიალოგის ჩარჩოებში, მაგრამ ეს პირველი შესაძლებლობაა, საქართველოში ჩამოვსულიყავი. ძალიან თბილად მიმიღეს თქვენს მშვენიერ ქვეყანაში. საქართველო გაერთიანებული სამეფოსთვის დიდი ხნის განმავლობაში მნიშვნელოვანი და ღირებული სტრატეგიული პარტნიორი იყო. ჩვენს ქვეყნებს ბოლო 30 წლის განმავლობაში ძალიან მყარი ურთიერთობები აქვთ, მას შემდეგ, რაც აღვადგინეთ დიპლომატიური ურთიერთობები, გავიარეთ ორმხრივი თანამშრომლობის ხანგრძლივი პერიოდი და მივიღეთ მაქსიმალური სარგებელი ჩვენი ისტორიული კავშირებიდან.

მახსოვს, 1987 წელს იმ დროის ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, მარგარეტ ტეტჩერის ვიზიტი თქვენს ქვეყანაში. ოთხი წლის შემდეგ მოხდა საბჭოთა კავშირის ნგრევა და თქვენი სურვილი, მისწრაფება თავისუფლების, თვითგამორკვევისთვის იმ დროსაც კი ნათელი იყო და ახლა კიდევ უფრო გაძლიერდა.

რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში, საერთაშორისო სამართლის სრული უარყოფა – ტერიტორიული მთლიანობის, ეროვნული სუვერენიტეტის, ნამდვილად არ არის თქვენთვის  შოკის მომგვრელი. რუსეთის 2008 წელს საქართველოში და რუსეთის გაგრძელებულმა ყოფნამ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, ძალიან ღრმა ადამიანური ტანჯვა გამოიწვია, გაყო ქვეყანა, ოჯახები, შეზღუდა წვდომა წინაპრების მიწაზე და წმინდა რელიგიური ადგილებისადმი.

ჩვენ ვაგრძელებთ უწყვეტ მხარდაჭერას თქვენი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობისადმი. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი გახლავთ საქართველოს განუყოფელი ნაწილები და მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს თავისი ვალდებულებები 2008 წლის ცეცხლოს შეწყვეტის ხელშეკრულების ჩარჩოებში“, – განაცხადა ჯეიმს კლევერლიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა