კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ჯო ბაიდენმა „კოვიდ-19“-ის წარმოშობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების შესახებ კანონს ხელი მოაწერა

ნახვები: 512 ჯო ბაიდენმა „კოვიდ-19“-ის წარმოშობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების შესახებ კანონს ხელი მოაწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა „კოვიდ-19“-ის წარმოშობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების შესახებ კანონს ხელი მოაწერა. ამის შესახებ ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„მე ვიზიარებ კონგრესის მიზანს, გაასაჯაროოს ინფორმაცია 2019 წელს კორონავრისუსის წარმოშობის შესახებ. 2021 წელს მე სადაზვერვო სამსახურებს დავავალე, გამოიყენოს ხელთარსებული ყველა ინსტრუმენტი „კოვიდ-19“-ის წარმომავლობის გამოსაძიებლად და ეს სამუშაო გრძელდება. ჩვენ უნდა მივაკვლიოთ „კოვიდ-19“-ის წარმოშობის მიზეზებს, რაც დაგვეხმარება უკეთესად ავიცილოთ თავიდან მომავალი პანდემიები“, – ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ბაიდენის ადმინისტრაცია გააგრძელებს „კოვიდ-19“-ის წარმომავლობასთან დაკავშირებული გასაიდუმლოებული ინფორმაციის შესწავლას, მათ შორის უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტთან პოტენციური კავშირების შესახებ. ამასთან, ბაიდენის განცხადებით, მისი ადმინისტრაცია გაასაჯაროებს და საზოგადოებას წარუდგენს რაც შეიძლება მეტ მსგავს ინფორმაციას მისი საკონსტიტუციო უფლებამოსილებების შესაბამისად.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა