ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს

ლევან ხაბეიშვილი - ახლა დაქსაქსვის, გათითოკაცების დრო არ არის, ყველა, ვინც უწყობს ხელს, თითქოს რყევაა ოპოზიციურ ველზე, მხოლოდ ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს

ნახვები: 587 ლევან ხაბეიშვილი - ახლა დაქსაქსვის, გათითოკაცების დრო არ არის, ყველა, ვინც უწყობს ხელს, თითქოს რყევაა ოპოზიციურ ველზე, მხოლოდ ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს

ახლა დაქსაქსვის, გათითოკაცების დრო არ არის და ყველა, ვინც უწყობს ხელს, რომ თითქოს რყევაა ოპოზიციურ ველზე ან თუნდაც აჩვენებს რაიმე პრობლემას, არ არის კარგი, ეს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ხატია დეკანოიძის პატრიიდან წასვლას.

როგორც ხაბეიშვილი აღნიშნა, ბრძოლის ველზე როცა მთავარი ოპოზიციური პარტიაა, პასუხისმგებლობიანი პოლიტიკოსი მსგავს გადაწყვეტილებას არ უნდა იღებდეს.

„ხატიამ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ძალიანაც შეიძლება, არ მოგვწონდეს და არ გვინდოდეს. ბრძოლის ველზე როცა მთავარი ოპოზიციური პარტიაა, ამ დროს პასუხისმგებლობიანი პოლიტიკოსი ამ გადაწყვეტილებას არ უნდა იღებდეს. ამის მიუხედავად, ეს მისი საქმეა. ჩემი საქმეა ხალხთან ურთიერთობა, შეხვედრები და რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ ყველას გაერთიანება. ახლა დაქსაქსვის, გათითოკაცების დრო არ არის და ყველა, ვინც უწყობს ხელს, თითქოს რყევაა ოპოზიციურ ველზე ან თუნდაც აჩვენებს რაიმე პრობლემას, ეს არ არის კარგი. ეს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს“, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა