ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს

ვლადიმერ პუტინი - დასავლეთი იწყებს მეორე მსოფლიო ომის გერმანულ-იტალიურ-იაპონური ღერძის მსგავსი ახალი სამხედრო ბლოკის შექმნას

ნახვები: 587 ვლადიმერ პუტინი - დასავლეთი იწყებს მეორე მსოფლიო ომის გერმანულ-იტალიურ-იაპონური ღერძის მსგავსი ახალი სამხედრო ბლოკის შექმნას

დასავლეთი იწყებს მეორე მსოფლიო ომის გერმანულ-იტალიურ-იაპონური ღერძის მსგავსი ახალი სამხედრო ბლოკის შექმნას, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, გასულ წელს ნატო შეთანხმდა ახალ სტრატეგიულ კონცეფციაზე, რომელიც პირდაპირ მიუთითებს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებთან: ახალ ზელანდიასთან, ავსტრალიასთან, სამხრეთ კორეასთან და სხვებთან ურთიერთობების განვითარების განზრახვაზე.

ამასთან, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი არ ქმნის სამხედრო ალიანსს ჩინეთთან და არ ემუქრება არცერთ ქვეყანას.

„დიახ, ასევე გვაქვს თანამშრომლობა სამხედრო-ტექნიკური ურთიერთქმედებების სფეროში. ჩვენ არ ვმალავთ. ჩვენთან ყველაფერი გამჭვირვალეა. არაფერია საიდუმლო“, – თქვა ვლადიმერ პუტინმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა