War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day
Ukrainian, Canadian foreign ministers discuss G20 meeting outcomes, steps toward de-escalation of war
Russian SRG activity along Ukraine’s northern border drops significantly – military spox
Zelensky says he is ready to meet Putin in Türkiye
Ukraine, Türkiye considering cooperation on satellite technologies – Zelensky
Politico: ნატო-ში შიშობენ, რომ არჩევნებში რესპუბლიკელების მარცხის შემთხვევაში ტრამპმა შესაძლოა, ევროპიდან ამერიკული ჯარების გაყვანა დააჩქაროს
ტრამპი: თუ დემოკრატები კონგრესში უმრავლესობას მოიპოვებენ, შესაძლოა, „მისტერ ვეტო“ გავხდე

იაგო ხვიჩია - ვფიქრობ, ჩვენმა საფეხბურთო ნაკრებმა უნდა უპასუხოს ნორვეგიის ნაკრებს მიხეილ სააკაშვილის დაჯილდოების რაღაცნაირი ხუმრობისთვის

ნახვები: 940 იაგო ხვიჩია - ვფიქრობ, ჩვენმა საფეხბურთო ნაკრებმა უნდა უპასუხოს ნორვეგიის ნაკრებს მიხეილ სააკაშვილის დაჯილდოების რაღაცნაირი ხუმრობისთვის

იმედია, ნორვეგიის ნაკრებს სამშაბათს სათანადო პასუხს გავცემთ ასეთი ხუმრობისთვის, მგონია, რომ ჩვენმა ნაკრებმა უნდა უპასუხოს ამ რაღაცნაირ ხუმრობას – ქართული დემოკრატიისთვის თვალის ჩაკვრას, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ მიხეილ სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემის საკითხზე განაცხადა.

„არ ვიცი, რაზე იყო საუბარი, მხოლოდ თქვენს ნათქვამს ვეყრდნობი, მაგრამ ადამიანის უფლებების დაცვაში მიხეილ სააკაშვილისთვის პრემიის გადაცემა ოდნავ ცინიკურად გამოიყურება, რადგან იგივე სასამართლო გვაქვს, რომელიც თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა შექმნა, რომელიც იყო ადამიანის უფლებების დაცვის გარანტი, მაგრამ ამ სასამართლოს გამო ვინმესთვის პრიზის გადაცემა სერიოზული არ მგონია. რაც შეეხება პრემიერის შეფასებას, ბრეივიკთან შედარება არის უხეში და უტაქტო საუბარი, როცა ასეთ მტკივნეულ თემას რაღაცაში ახურდავებ, რაც ამას არც კი შეედრება. მიშასა და ბრეივიკის საქმე ერთი კალიბრის არ არის“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა