War update: Fiercest battles in Pokrovsk and Huliaipole sectors, 213 clashes on front lines
Fire breaks out at Kyiv Pechersk Lavra following Russian attack
In Kyiv, injury toll after Russian attack climbs to 30, four fatalities reported
ვოლოდიმირ ზელენსკი - კიევ-პეჩერის ლავრაზე დარტყმა თავდასხმაა ქრისტიანულ საზოგადოებასა და კაცობრიობის კულტურულ მემკვიდრეობაზე
თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე ერთი ადამიანი მოკლეს და ერთი დაჭრეს
Man detained in Zakarpattia region for threatening wife and children with grenade
Pletenchuk: No enemy ships spotted in Black Sea and Sea of Azov
U.S., Iran reach peace deal

საქართველო - ნორვეგია: 1:1

28.03.2023 ნახვები: 885

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა „ბათუმის არენაზე“ ევრო 2024-ის პირველ მატჩში ნორვეგიის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლა – შეხვედრა ფრედ 1:1  დასრულდა.

ეს „ჯვაროსნებისთვის“ შესარჩევში პირველი მატჩი იყო, ნორვეგიელებმა კი პირველი შეხვედრა 25 მარტს მალაგაში ესპანეთთან 0:3 წააგეს და იმედოვნებდნენ, რომ ქულებს საქართველოსთან მოიპოვებდნენ. ამ საქმეში მათ ვერ ეხმარებოდა მთავარი დამრტყმელი ძალა, „მანჩესტერ სიტის“ ვარსკვლავი, ერლინგ ჰალანდი, რომლის არყოფნაში ნორვეგიელთა მთავარმა მწვრთნელმა სტალე სოლბაკენმა ძირითადში „რეალ სოსიედადის“ ფეხბურთელი ალექსანდრ სორლოტი დააყენა.

ნორვეგიელები პირველ ტაიმში დიდ უპირატესობას ფლობდნენ, 34-ე წუთზე ჩვენი გუნდი მეორე გოლს გადარჩა – მოჰამედ ელიუნუსის დარტყმა გიორგი მამარდაშვილმა მოიგერია, ხოლო ფრედრიკ აურსნესმა დამატებაზე ააცილა.

მსპინძელთა მხრიდან პირველი რეალური საგოლე მომენტი 39-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ შექმნა – საქართელოს ნაკრებმა, როგორც იქნა, კონტრშეტევის განხორციელება მაოხერხა, ირაკლი აზაროვმა კი საჯარიმოშi ხვიჩა მოძებნა, რომელმაც  ბურთი მოჭრა, მაგრამ მისი დარტყმული კარს ოდნავ ასცდა.

მეორე ტაიმში ვილი სანიოლმა მოედანზე ბუდუ ზივზივაძე და საბა ლობჟანიძე შეიყვანა, სათამაშო სქემა კი 4-4-2-ით შეცვალა. ამას დაემთხვა ჩვენი გუნდის პირველი კარგი შეტევა, ნიკა კვეკვესკირმა გიორგი მიქაუტაძეს კარგი პასი მიაწოდა, „მეცის“ თავდამსხმელმა კი მოედნის ცენტრიდან ბურთი შესანიშნავად წაიღო კი მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა წონასწორობა აღადგინა – 1:1.

საქართველო უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ნორვეგიელებმა 72-ე წუთზე სახიფათო კონტრშეტევის განხორციელება მოახერხეს, მეკარესთან ისევ სორლოტი დარჩა, მაგრამ გიორგი მამარდაშვილმა შესანიშნავად ითამაშა და გუნდი გოლს გადაარჩინა. 77-ე წუთზე კი მშვენიერი შანსით ისევ სორლოტმა ვერ ისარგებლა, დამატებაზე კი მარტინ ედეგორმა კარს ააცილა.

ბოლო წუთები დაძაბულად წარიმართა, მომენტები ორივე კართან შეიქმნა, თუმცა საბოლოოდ შეხვედრა ფრედ დასრულდა – 1:1.

საწყის წუთებში ნორვეგიელები ბურთს აკონტროლებდნენ და მე-15 წუთზე ანგარიში გახსნეს. საჯარიმოსთან გათამაშებული შეტევის შემდეგ, ფრედრიკ აურსნესმა დასარტყმელ პოზიციაზე ალექსანდრ სორლოტი გაიყვანმა, რომელმაც ზუსტად დაარტყა – 0:1.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა