ბერდია სიჭინავა გიორგი ხოჯევანიშვილზე: მთელი ცხოვრება მოუწევს იმ ტვირთის ტარება, რომელიც ამ ჩვენების მიცემით აიღო
აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილემ თბილისში თავდაცვითი თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა
აფხაზეთში, რიწისკენ მიმავალ გზაზე კლდეზე ცეცხლი შენიშნეს, თვითმხილველი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ვულკანური ლავა იყოს
კოტე კემულარია: ტრამპის გადაწყვეტილებით, მარკო რუბიო ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობას ოფიციალურად დაიკავებს
თენგიზ აბლოთია: უწყვეტი პროტესტის ორი წელი - რისთვის ვდგავართ და რა გვინდა?
რომან გოცირიძე: ბოლო ერთი თვეა, სახელისუფლებო მედია და პროპაგანდისტები ჩემზე ორგანიზებულ შეტევას ახორციელებენ
Bloomberg: ევროკავშირი უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფამდე რეფორმების წინსვლას ითხოვს
კახა კახიშვილი ჩორჩანას საქმეზე: საგუშაგოს მოწყობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციაში არ შემოსულა, ფაქტი მედიით გავიგე

თამარ კორძაია - გიორგი ვაშაძის განცხადებით შეურაცხყოფილი ვერ ვიქნები

ნახვები: 674 თამარ კორძაია - გიორგი ვაშაძის განცხადებით შეურაცხყოფილი ვერ ვიქნები

გიორგი ვაშაძის განცხადებით შეურაცხყოფილი ვერ ვიქნები, რადგან გიორგი ვაშაძესთან შეხვედრების დროსაც ვსვამთ ყავას და ისე ვიღებთ გადაწყვეტილებებს. სამწუხაროდ, სამუშაო ჯგუფის შეხვედრებზე ყავა არ ყოფილა და მას ამ ნაწილში ვერ დავეთანხმები, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.

თამარ კორძაიამ კომენტარი გააკეთა ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად შექმნილ სამუშაო ჯგუფებთან დაკავშირებით, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებაზე, სადაც ვაშაძე აღნიშნავს: „ყავის სმის ჯგუფებში ვინც შევიდა, რა შედეგი დადო, რაზეც პარტნიორები ამბობენ, ყოჩაღ, საქართველოო?“

„სამუშაო ჯგუფებში ვიმუშავეთ. შედეგი ის არის, რომ სამი პრობლემაა დარჩენილი, დეპოლარიზაციაა უმთავრესი და რატომ არ წყდება, ეს ყველამ თავის თავს უნდა ჰკითხოს“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა