ნოროვირუსის შემთხვევების გამოვლენის შემდეგ თბილისის საბავშვო ბაღები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ
გოგნის ტყე: ვიკამათოთ ფაქტებით
France to srengthen Ukraine’s air defense with radars, interceptor missiles — Macron
FM Sybiha criticizes Budapest’s stance on Ukraine, says Orbán has gone, but his policies thriving
Zelensky meets with U.S. senators to discuss sanctions, anti-ballistic protection
შსს: ძმები დავით და გიორგი ფეიქრიშვილები და კიდევ ერთი პირი გამოძალვისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს
წლის ბოლომდე დასახური სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოსთვის 2026 წლის ბიუჯეტში 1,65 მილიონი ლარია გათვალისწინებული
თბილისში ძმები დავით და გიორგი ფეიქრიშვილები დააკავეს

ირაკლი კობახიძე - იმედი მაქვს, რომ პრობლემები, რომლებიც არსებობდა წარსულში, აშშ-ის ახალი ელჩის პირობებში მოგვარდება

ნახვები: 696 ირაკლი კობახიძე - იმედი მაქვს, რომ პრობლემები, რომლებიც არსებობდა წარსულში, აშშ-ის ახალი ელჩის პირობებში მოგვარდება

დიდი იმედი მაქვს, რომ პრობლემები, რომლებიც არსებობდა ურთიერთობებში წარსულში ახალი ელჩის პირობებში მოგვარდება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან სათანადო თანამშრომლობა.

„დიდი იმედი მაქვს, რომ პრობლემები, რომლებიც არსებობდა ურთიერთობებში წარსულში ახალი ელჩის პირობებში მოგვარდება. მზად ვართ, ასეთი თანამშრომლობისთვის და ჩვენი მხრიდან ყველანაირად იქნება სათანადოდ უზრუნველყოფილი. რაც შეეხება სანქციების გვერდია ავლას, არც ერთი ფაქტი არ არსებობს ამ ნაწილში. რაც აღიარებულია საერთაშორისო თანამეგობრიბის მიერ მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები და მაღალჩინოსნები, ასევე რადიკალური ოპოზიციის წარმომადგრნლები საქართველოში პირდაპირ გვაბრალებდნენ საპირისპირო ქმედებებს. ფაქტებით დადასტურდა, რომ არც ერთი ასეთი პრეცენდენტი არ არსებობს. ეს არის რეალობა. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო მოქმედებს სრული პასუხისმგებლობით სანქციების გვერდის ავლის მიმართულებით. ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა და რა თქმა უნდა, ასე მოქმედება გაგრძელდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა, რობინ დანიგანმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე გუშინ ისაუბრა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა