ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: ბოროტებაზე დუმილი და უმოქმედობა საზოგადოებას თანამოზიარედ აქცევს
„ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი“ საქართველოში საქმიანობას წყვეტს – ფონდი გადაწყვეტილებას მთავრობის მიერ შექმნილ პირობებს უკავშირებს
არასამთავრობო ორგანიზაციები გიორგი დავითაძის საქმეზე დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას მოითხოვენ
გიორგი მელაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოდან ორი გერმანული ფონდი გააძევა და ქვეყანა ბელარუსის, რუსეთისა და აზერბაიჯანის „კლუბს“ შეუერთა
ბესო წერედიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: თავისიანებს არ ინდობენ, მათთვის არ არსებობს ღირსება, რწმენა და თავმოყვარეობა
ირაკლი მელაშვილი: დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება გაისვარა იმ სიბინძურეში, რასაც პატიმრების წამება ჰქვია
გიორგი დავითაძის დედა: პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები სრული არ არის, ბევრი ნაწილი აკლია
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული, საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში წავიდეს, ეკლესიებს შორის ურთიერთობა გრძელდება და გაგრძელდება

რიკოთის უღელტეხილზე საგზაო მოძრაობის აღდგენასთან დაკავშირებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ვიდეოს ავრცელებს

ნახვები: 573 რიკოთის უღელტეხილზე საგზაო მოძრაობის აღდგენასთან დაკავშირებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ვიდეოს ავრცელებს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის უღელტეხილზე საგზაო მოძრაობის აღდგენასთან დაკავშირებით ვიდეოს ავრცელებს.

„აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრაობის ინტენსივობა ძალიან მაღალია. რაც შეეხება რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთს, მოძრაობა თავისუფალია და ავტოტრანსპორტის მაღალი ინტენსივობიდან გამომდინარე, გადაადგილება შენელებულია მხოლოდ ცალკეულ მონაკვეთებზე“, – ნათქვამია დეპარტამენტის ინფორმაციაში.

მეწყერსაშიში პროცესებისა და ქვათაცვენის გამო, რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა 30 მარტიდან ორჯერ აიკრძალა და მოძრაობა, რიკოთის ნაცვლად, გომი-საჩხერე-ჭიათურის გზით ხორციელდებოდა. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში განაცხადეს, მეწყრული პროცესების განვითარების საშიშროების გამო, რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ფერდის კომპლექსური შესწავლა დაიწყეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა