ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: ბოროტებაზე დუმილი და უმოქმედობა საზოგადოებას თანამოზიარედ აქცევს
„ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი“ საქართველოში საქმიანობას წყვეტს – ფონდი გადაწყვეტილებას მთავრობის მიერ შექმნილ პირობებს უკავშირებს
არასამთავრობო ორგანიზაციები გიორგი დავითაძის საქმეზე დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას მოითხოვენ
გიორგი მელაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოდან ორი გერმანული ფონდი გააძევა და ქვეყანა ბელარუსის, რუსეთისა და აზერბაიჯანის „კლუბს“ შეუერთა
ბესო წერედიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: თავისიანებს არ ინდობენ, მათთვის არ არსებობს ღირსება, რწმენა და თავმოყვარეობა
ირაკლი მელაშვილი: დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება გაისვარა იმ სიბინძურეში, რასაც პატიმრების წამება ჰქვია
გიორგი დავითაძის დედა: პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები სრული არ არის, ბევრი ნაწილი აკლია
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული, საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში წავიდეს, ეკლესიებს შორის ურთიერთობა გრძელდება და გაგრძელდება

ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქში, ფრონტის ხაზზე იმყოფებოდა

ნახვები: 574 ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქში, ფრონტის ხაზზე იმყოფებოდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქის ქალაქ ავდიივკაში, ფრონტის ხაზზე იმყოფებოდა.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს ინფორმაციას.

მათივე ცნობით, ზელენსკი ესაუბრა სამხედროებს, მადლობა გადაუხადა სამსახურისთვის და სახელმწიფო ჯილდოები გადასცა.

„მაქვს პატივი, ვიყო აქ და მადლობა გადაგიხადოთ სამსახურისთვის, ჩვენი მიწის, ჩვენი უკრაინის, ჩვენი ოჯახების დაცვისთვის. გილოცავთ დღესასწაულებს, აღდგომას და გისურვებთ მხოლოდ გამარჯვებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. გულწრფელ მადლობას გიხდით თითოეული უკრაინელისგან იმ გრძელი და რთული გზისთვის, რომელსაც თქვენ ყოველ დღე გადიხართ“, – მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ფრონტის ხაზზე მებრძოლ სამხედროებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა