კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ხვიჩა კვარაცხელია - დავბრუნდებით უფრო ძლიერები, წინ ბევრი მატჩია

ნახვები: 3204 ხვიჩა კვარაცხელია - დავბრუნდებით უფრო ძლიერები, წინ ბევრი მატჩია

„მილანთან“ წაგებული ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური დაპირისპირების (0:1, 1:1) შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს წაგებისა და გამოუყენებელი პენალტისთვის ბოდიში მოუხადა.

„რთულია, როცა ვხედავ ცრემლებს თქვენს თვალებზე და თქვენთვის ბედნიერება ვერ მომაქვს. ყველანაირად ვეცდები დღევანდელი დღე გამოცდილებად მივიღო.

ბოდიში და მადლობა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ყოველ წამს ვგრძნობ! მიყვარხართ და დავბრუნდებით უფრო ძლიერები. წინ ბევრი მატჩია, ოცნება გრძელდება!“ – დაწერა ხვიჩა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, რომ, „ნაპოლის“ დამარცხების მიუხედავად, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ საერთაშოროსო საფეხბურთო ანალიტიკურმა ვებგვერდებმა Whoscored-მა და sofascore-მ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ მაინც ქართველი ფეხბურთელი დაასახელეს.

ორი მატჩის ჯამში „მილანმა“ მოიგო 2:1 (1:0, 1:1) და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა