ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს

კელი დეგნანი - კეზერაშვილმა გაავრცელა განცხადებები, რომლებშიც უარყოფს ბრალდებებს, ცხადია, მეტი ინფორმაცია და სამართლებრივი პროცესია საჭირო

ნახვები: 584 კელი დეგნანი - კეზერაშვილმა გაავრცელა განცხადებები, რომლებშიც უარყოფს ბრალდებებს, ცხადია, მეტი ინფორმაცია და სამართლებრივი პროცესია საჭირო

კეზერაშვილმა გაავრცელა განცხადებები, რომლებიც უარყოფს ბრალდებებს. ცხადია, მეტი ინფორმაცია და სამართლებრივი პროცესია საჭირო, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

მისივე თქმით, საგამოძიებო ჟურნალისტიკა ძალიან მნიშვნელოვანია.

„საგამოძიებო ჟურნალისტიკა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მთავრობებს დაეკისროს ანგარიშვალდებულება, გამოვლინდეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. ეს არის საჯარო ინფორმაცია, რომლის გამოყენება შეუძლია მთავრობას საკუთარი გამოძიების ჩასატარებლად. ეს მნიშვნელოვანი ელემენტია და ცხადია, ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო ამ ბრალდებების გამოსაძიებლად. მესმის, რომ ბატონმა კეზერაშვილმაც გაავრცელა განცხადებები, რომლებშიც უარყოფს ამ ბრალდებებს. ასე რომ, ცხადია, მეტი ინფორმაცია და სამართლებრივი პროცესია საჭირო. დარწმუნებული ვარ, ასე იქნება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა