ბერდია სიჭინავა გიორგი ხოჯევანიშვილზე: მთელი ცხოვრება მოუწევს იმ ტვირთის ტარება, რომელიც ამ ჩვენების მიცემით აიღო
აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილემ თბილისში თავდაცვითი თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა
აფხაზეთში, რიწისკენ მიმავალ გზაზე კლდეზე ცეცხლი შენიშნეს, თვითმხილველი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ვულკანური ლავა იყოს
კოტე კემულარია: ტრამპის გადაწყვეტილებით, მარკო რუბიო ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობას ოფიციალურად დაიკავებს
თენგიზ აბლოთია: უწყვეტი პროტესტის ორი წელი - რისთვის ვდგავართ და რა გვინდა?
რომან გოცირიძე: ბოლო ერთი თვეა, სახელისუფლებო მედია და პროპაგანდისტები ჩემზე ორგანიზებულ შეტევას ახორციელებენ
Bloomberg: ევროკავშირი უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფამდე რეფორმების წინსვლას ითხოვს
კახა კახიშვილი ჩორჩანას საქმეზე: საგუშაგოს მოწყობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციაში არ შემოსულა, ფაქტი მედიით გავიგე

IRI - გამოკითხულთა 39% ხმას არცერთ შემთხვევაში არ მისცემდა „ნაციონალურ მოძრაობას“, 34% კი - „ქართულ ოცნებას“

ნახვები: 673 IRI - გამოკითხულთა 39% ხმას არცერთ შემთხვევაში არ მისცემდა „ნაციონალურ მოძრაობას“, 34% კი - „ქართულ ოცნებას“

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)" ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 39% აცხადებს, რომ არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“, გამოკითხულთა 34% კი არავითარ გარემოებაში არ მისცემდა ხმას „ქართულ ოცნებას“.

კითხვაზე, „რომელ პარტიებს არ დაუჭერდით ხმას არავითარ შემთხვევაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში?“, 39 %-მა „ნაციონალურ მოძრაობა“ დაასახელა, 34 % -მა - „ქართული ოცნება“, 16%-მა - „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“, 13-მა- „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“, 13%-მა- „ევროპული საქართველო, გიგა ბოკერია“, 13%-მა - „პატრიოტთა ალიანსი“, 13%-მა - „გირჩი“, 8% -მა- „ლეიბორისტული პარტია, შალვა ნათელაშვილი“, 7-7%-მა - „სტრატეგია აღმაშენებელი, გიორგი ვაშაძე“ და „დროა, ელენე ხოშტარია“, 6%-მა - „ლელო“, 5%-მა - „ხალხის ძალა“, 4%-მა - „გიორგი გახარია საქართველოსთვის“, 3%-მა - „მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი“, 1%-მა - „ხალხისთვის – ანა დოლიძე“ – 1%, 1%-მა - სხვა.

ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ ჩატარდა. კვლევის საველე სამუშაოები IPM-ის მიერ შესრულდა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 63%.

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" ინფორმაციით, კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა