შსს: არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს
კახა კალაძე: თბილისში საქალაქო რკინიგზის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა
გივი მიქანაძე: 2028 წლამდე ყველა სასკოლო საფეხურზე ჰუმანიტარული და ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნების სახელმძღვანელოები სრულად შეიცვლება
მიხეილ სააკაშვილი – ძმები გილაურები საბანკო დანაშაულებრივი სინდიკატის კლასიკური წარმომადგენლები არიან
უკრაინის გენშტაბი: გასულ დღე-ღამეში ფრონტზე 256 საბრძოლო შეტაკება მოხდა
Ukraine war update: 256 clashes over past day, heaviest fighting on Pokrovsk, Sloviansk fronts
ADF neutralizes Kh-59 missile and 130 drones launched by Russia in overnight attack
უკრაინის გენშტაბი: რუსეთმა ომის დაწყებიდან 1,4 მილიონზე მეტი სამხედრო დაკარგა

ლალი მარგველაშვილი - ჯანდაცვის სამინისტრომ გვთხოვა, აქონდროპლაზიის მედიკამენტზე გაიდლაინის მომზადება რაც შეიძლება სწრაფად, ზაფხულის ბოლოსთვის დასრულდეს

26.04.2023 ნახვები: 563

ჯანდაცვის სამინისტრომ გვთხოვა, რომ აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდთან“ დაკავშირებით გაიდლაინი შეიქმნას მაქსიმალურად სწრაფად და ეს პროცესი დამთავრდეს ზაფხულის ბოლოსთვის, – ამის შესახებ იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ექიმმა ლალი მარგველაშვილმა განაცხადა.

როგორც ლალი მარგველაშვილმა აღნიშნა, გაიდლაინი უნდა იყოს სრულფასოვანი, მოიცავდეს წამალს კი არა, ყველა იმ საჭიროებას, რომელიც აქონდროპლაზიით დაავადებულ ბავშვებს დღეს აქვთ.

„ნებისმიერი პრეპარატი ქვეყანაში რომ დაინიშნოს და ამ პრეპარატმა სარგებელი მოუტანოს პაციენტს და საზოგადოებას, რომელიც გაიღებს რესურსს პრეპარატის შესაძენად, საჭიროა, დარწმუნებული ვიყოთ, სჭირდება თუ არა ეს პრეპარატი პაციენტს, რა რაოდენობის პაციენტს სჭირდება და გვქონდეს სრულფასოვნად დიაგნოსტირებული პაციენტი, თავისი სრულფასოვანი გაიდლაინით – რომელ ასაკში რა მკურნალობა სჭირდება და რა სახის ჩარევა.

შეხვედრაზე სამინისტრომ გვთხოვა, რომ გაიდლაინი შეიქმნას მაქსიმალურად სწრაფად და ეს პროცესი დამთავრდეს ზაფხულის ბოლოსთვის. გაიდლაინი უნდა იყოს სრულფასოვანი, მოიცავდეს წამალს კი არა, ყველა იმ საჭიროებას, რომელიც ამ ბავშვებს დღეს აქვთ. არიან ბავშვები, რომლებსაც, ეს წამალი რომც იყოს დღესვე, არ მოერგებათ. ამით ამ ბავშვის პრობლემები არ ამოიწურება და ასეთი პრობლემები ამ გაიდლაინში უნდა იყოს გათვალისწინებული“, – განაცხადა ექიმმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა