ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: ბოროტებაზე დუმილი და უმოქმედობა საზოგადოებას თანამოზიარედ აქცევს
„ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი“ საქართველოში საქმიანობას წყვეტს – ფონდი გადაწყვეტილებას მთავრობის მიერ შექმნილ პირობებს უკავშირებს
არასამთავრობო ორგანიზაციები გიორგი დავითაძის საქმეზე დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას მოითხოვენ
გიორგი მელაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოდან ორი გერმანული ფონდი გააძევა და ქვეყანა ბელარუსის, რუსეთისა და აზერბაიჯანის „კლუბს“ შეუერთა
ბესო წერედიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: თავისიანებს არ ინდობენ, მათთვის არ არსებობს ღირსება, რწმენა და თავმოყვარეობა
ირაკლი მელაშვილი: დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება გაისვარა იმ სიბინძურეში, რასაც პატიმრების წამება ჰქვია
გიორგი დავითაძის დედა: პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები სრული არ არის, ბევრი ნაწილი აკლია
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული, საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში წავიდეს, ეკლესიებს შორის ურთიერთობა გრძელდება და გაგრძელდება

ელიზაბეთ ჯინ კეროლი აცხადებს, რომ 30 წლის წინ დონალდ ტრამპმა მასზე სექსუალურად იძალადა

ნახვები: 579 ელიზაბეთ ჯინ კეროლი აცხადებს, რომ 30 წლის წინ დონალდ ტრამპმა მასზე სექსუალურად იძალადა

მწერალმა, ჟურნალ Elle-ს ყოფილმა მიმომხილველმა, ელიზაბეთ ჯინ კეროლმა, რომელიც აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს გაუპატიურების ბრალდებით უჩივის, ნიუ-იორკის სასამართლოს ჩვენება მისცა.

„მე აქ ვარ, რადგან დონალდ ტრამპმა გამაუპატიურა და როდესაც მე ამის შესახებ დავწერე, მან მოიტყუა, თქვა, რომ ეს არ მომხდარა. მან მოიტყუა და გაანადგურა ჩემი რეპუტაცია. მე აქ ვარ იმისთვის, რომ ვცადო და დავიბრუნო ჩემი ცხოვრება“, – განუცხადა 79 წლის კეროლმა მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოს.

მისი გაცხადებით, აღნიშნული შემთხვევის შემდეგ მან რომანტიკული ცხოვრების გაგრძელება ვეღარ შეძლო.

ელიზაბეთ ჯინ კეროლის მტკიცებით, დონალდ ტრამპმა მასზე სექსუალურად იძალადა 1996 წელს მანჰტენის ერთ-ერთი მაღაზიის გასახდელ ოთახში.

თავად დონალდ ტრამპმა არაერთხელ უარყო კეროლის ბრალდება. 26 აპრილს თავის სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპმა კეროლის განცხადება „თაღლითური და ცრუ ისტორია“ უწოდა.

„ის არ ყვიროდა? მოწმეები არ არიან? არავის უნახავს ეს?“ – დაწერა ტრამპმა.

„ბიბისის“ ცნობით, სასამართლო განხილვა სავარაუდოდ ორ კვირას გაგრძელდება. ჯერჯერობით უცნობია, წარდგება თუ არა დონალდ ტრამპი სასამართლოს წინაშე აღნიშნული საქმის ფარგლებში.

ელიზაბეთ ჯინ კეროლი ჟურნალ ELLE-ში მიმომხილველად 1993-2019 წლებში მუშაობდა. მან დონალდ ტრამპის მხრიდან სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ ბრალდება პირველად 2019 წელს გაასაჯაროვა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა