ურსულა ფონ დერ ლაიენი: სომხეთში არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა დემოკრატიის სიმტკიცე
არჩილ ჩხოტუამ საქართველოში პირველად, რეგიონსა და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც უპრეცედენტო თირკმლის ტრანსპლანტაცია ჩაატარა
საგარეო უწყება: ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველომ რუსეთ-ცხინვალის 9 მაისის ე.წ. შეთანხმება გააპროტესტა
Zelensky: Russia launches over 70 missiles, nearly 500 drones overnight, main strike on Kyiv
Reuters: ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 295-ს მიაღწია
Massive strike on Kyiv: 13 killed, injuries rise to 90, people still trapped under rubble
War update: 259 clashes on frontline over past day, fiercest fighting in Pokrovsk and Sloviansk sectors
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,140 over past day

მშობელი ქეთი ბეგიაშვილი - პროტესტს შევწყვეტთ, როდესაც პრემიერი ხელს მოაწერს სამართლებრივ აქტს, სადაც ნათქვამი იქნება, რომ წამალი „ვოზორიდიტი“ საქართველოში სექტემბრამდე შემოვა

29.04.2023 ნახვები: 557

ერთადერთ შემთხვევაში შევწყვეტთ საპროტესტო აქციას, როდესაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ხელს მოაწერს სამართლებრივ აქტს, სადაც ნათქვამი იქნება, რომ წამალი „ვოზორიდიტი“ საქართველოში არაუგვიანეს სექტემბერში შემოვა, – ამის შესახებ  მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციის მონაწილე ქეთი ბეგიაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადება, რომ  სამინისტრო მზად არის, ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, დაჩქარებულ ვადებში, უზრუნველყოს აქონდროპლაზიის მართვისთვის აუცილებელი პროტოკოლისა და გაიდლაინების შექმნა, არ სჯერათ.

„თამარ გაბუნიას ნათქვამი არ გვჯერა არც ერთ მშობელს, ჩვენ უამრავჯერ გვაქვს მოსმენილი მისი საუბარი. როგორ დავიჯეროთ მისი, როდესაც ტყუილს ავრცელებდა მედიკამენტის არაეფექტურობასთან დაკავშირებით და უეცრად შეცვალა ყველაფერი და დაჩქარებული წესით მუშაობს? ბატონო პრემიერო, გთხოვთ მიიღოთ გადაწყბეტილება და მოაწეროთ ხელი განკარგულების აქტს, რომელიც ჩვენ გაგვაჩერებს და ვირწმუნებთ თქვენსას“, – განაცხადა ქეთევან ბეგიაშვილმა.

აქონდროპლაზიით დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებმა დღეს საპროტესტო აქცია გამართეს, მათ მთავრობის ადმინისტრაციის შენობიდან პარლამენტამდე მსვლელობა გამართეს.

ამასთან, როგორც ისინი აცხადებენ, მშობლები მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ღამის გათენებას ისევ გააგრძელებენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა