კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - რა ინფორმაცია მოიპოვა „ნეიშენ ჯორჯიამ“

ნახვები: 2511 პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - რა ინფორმაცია მოიპოვა „ნეიშენ ჯორჯიამ“

საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ილია მეორეს ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

„ძალიან ცუდად იყო ამ საღამოს, სუნთქავს მძიმედ, სატურაცია არის დაბალი“, - განუცხადა წყარომ საპატრიარქოდან „ნეიშენ ჯორჯიას“.

„ნეიშენ ჯორჯიამ“ ინფორმაციის გადამოწმება, პატრიარქის პირად ექიმთან, ცისანა შარტავასთან სცადა, თუმცა მას შემდეგ რაც შარტავამ გაიგო, რომ ჟურნალისტი უკავშირდებოდა პატრიარქის ჯანმრთელობის საკითხის დასაზუსტებლად, სატელეფონო საუბარი შეწყვიტა.

წყარო საპატრიარქოდან ჰყვება, რომ პატრიარქი მინიმალურად კონტაქტურია.

„ძალიან მძიმედ არის მართლაც, პრობლემას ისიც ქმნის რომ მინიმალურად კონტაქტურია“, -აცხადებს წყარო.

„ნეიშენ ჯორჯია“  თემაზე მუშაობას აგრძელებს, ინფორმაციის დასაზუსტებლად.  

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია პატრიარქის შეუძლოდ ყოფნასთან დაკავშირებით. თუმცა, საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, ანდრია ჯაღმაიძემ, გავრცელებული ინფორმაცია უარყო და დასძინა, რომ პატრიარქი თავს არა თუ ცუდად, არამედ ძალიან კარგად გრძნობდა.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა