ურსულა ფონ დერ ლაიენი: სომხეთში არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა დემოკრატიის სიმტკიცე
არჩილ ჩხოტუამ საქართველოში პირველად, რეგიონსა და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც უპრეცედენტო თირკმლის ტრანსპლანტაცია ჩაატარა
საგარეო უწყება: ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველომ რუსეთ-ცხინვალის 9 მაისის ე.წ. შეთანხმება გააპროტესტა
Zelensky: Russia launches over 70 missiles, nearly 500 drones overnight, main strike on Kyiv
Reuters: ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 295-ს მიაღწია
Massive strike on Kyiv: 13 killed, injuries rise to 90, people still trapped under rubble
War update: 259 clashes on frontline over past day, fiercest fighting in Pokrovsk and Sloviansk sectors
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,140 over past day

საქართველოს მთავრობის სტრატკომი facebook-ის მიერ 100-ზე მეტი ყალბი ანგარიშისა და გვერდის წაშლაზე განმარტებებს არ აკეთებს

04.05.2023 ნახვები: 550

საქართველოს მთავრობის სტრატკომს ამ დრომდე არ გაუკეთებია განმარტება facebook-ის მიერ მასთან დაკავშირებული 100-ზე მეტი ყალბი ანგარიშისა და გვერდის წაშალის თაობაზე. 

არ არის ცნობილი ბიუჯეტის რა მუხლებიდან იხარჯებოდა ყალბი ანგარიშებისა და გვერდების შენახვა მომსაურეობაზე გაწეული ხარჯი 33 500 დოლარი. ასევე, რა ოდენობის ანაზრაურება ეძლეოდათ ამ გვერდებისა და ანგარიშების მომსახურე პირებს. 

საქართველოს მთავრობის სტრატკომი არც იმაზე საუბრობს, რა კონკრეტული მიზნით ქმნიდა ყალბ ანგარიშებსა და გვერდებს.

შეგახსენებთ, რომ Facebook-მა საქართველოს მთავრობის სტრატკომთან დაკავშირებული 100-ზე მეტი ყალბი ანგარიში და გვერდი წაშალა. ამის შესახებ Facebook-ის მფლობელი კომპანიის, Meta-ს კვარტალურ ანგარიშში წერია.

Meta-ს თანახმად, მათ 80 Facebook ანგარიში, 26 გვერდი, 9 ჯგუფი და Instagram-ის 2 ანგარიში წაშალეს, რომელიც „ფეიკ“ ანგარიშებით იმართებოდა და მათზე იყო დამოკიდებული. ასეთი ყალბი ანგარიშებიდან „დაპოსტვით“, „დალაიქებით“ და დაკომენტარებით, კონტენტი უფრო პოპულარული ჩანდა, ვიდრე რეალურად იყო.

“ედ გვერდები და ჯგუფები ცდილობდნენ თავი წარმოეჩინათ, როგორც ადგილობრივ, დამოუკიდებელ და პროსამთავრობო ჯგუფებს. ქსელი ფუნქციონირებდა, რათა საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მხარდამჭერი კონტენტი გაეძლიერებინა, მათ შორის, ოფიციალური სამთავრობო გვერდებისა და პროსამთავრობო მედიის ანგარიშების ხელახალი გაზიარებით. ისინი ასევე ოპოზიციის კრიტიკას იზიარებდნენ, განსაკუთრებით ბოლოდროინდელი ე.წ. “უცხოური აგენტების” კანონპროექტის შესახებ სახალხო პროტესტის დროს, რომელიც ახლა უკვე გაწვეულია”, - წერია ანგარიშში.

Meta აღნიშნავს, რომ მოუხედავად იმისა, რომ ამ ოპერაციების მიღმა მყოფი ხალხი ცდილობდა საკუთარი იდენტობისა და კოორდინაციის დამალვას, გამოძიებამ მაინც იპოვა მათი კავშირები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტთან.

ანგარიშის თანახმად, 138,000 ანგარიშს გამოწერილი ჰყავდა ერთი ან რამდენიმე ასეთი გვერდი, დაახლოებით 238,000 ანგარიში კი გაწევრიანებული იყო ერთ ან რამდენიმე ჯგუფში. 400 ანგარიშს კი გამოწერილი ყავდა ერთი ან მეტი ასეთი Instagram ანგარიში.

Facebook-სა და Instagram-ზე ამ ყალბი ანგარიშების, გვერდებისა და ჯგუფების რეკლამისთვის დაახლოებით 33,500 დოლარი იყო დახარჯული.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა