საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის პარტია ლიდერობს
თბილისში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა მოქალაქე და პატრულ-ინსპექტორი დაჭრა - ბრალდებული დაკავებულია
Ukraine informing international partners about Russian strike on nuclear waste storage facility – Zelensky
Unmanned aerial systems strike 26 Russian targets in occupied territories, Bryansk region overnight
Russia loses 1,350 troops, two air defense systems in war against Ukraine over past day
Tysiachovesna initiative receives over 1,000 applications – Zelensky
After casting ballot, Pashinyan says democracy will strengthen regional cooperation
შსს გორის პოლიციის განყოფილების დეტექტივის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

IPN - გოგებაშვილის ქუჩაზე სროლისას მოკლული და დაჭრილი პირების შესახებ ახალი დეტალები ვრცელდება

05.05.2023 ნახვები: 2521

თბილისში გო­გე­ბაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, რეს­ტო­რან LA VERA- სთან სრო­ლის შესახებ, რა დროსაც მოკლულია ერთი და დაჭრილია ორი პირი, ახალი დეტალები ვრცელდება.

ambebi.ge-სთვის ცნო­ბი­ლი გახ­და გარ­დაც­ვლი­ლის ვი­ნა­ო­ბა, ის 40 წლამ­დე ასა­კის მამაკაცო საბა გა­ხო­კი­აა.

შე­ი­ა­რა­ღე­ბულ თავ­დამ­სხმელს ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის დაც­ვამ სა­პა­სუ­ხო ცე­ცხლი გა­უხ­სნა, რის შე­დე­გად თავ­დამ­სხმე­ლი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა.

არსებული ინფორმაციით, მკვლე­ლო­ბის სა­ვა­რა­უ­დო ჩამ­დე­ნი პირი ამ­ჟა­მად და­კა­ვე­ბუ­ლია, მას გაქ­ცე­ვა არც უც­დია.

Ambebi.ge-სთვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი დაც­ვისპო­ლი­ცი­ის ვიცე-პოლ­კოვ­ნი­კია. მკვლე­ლო­ბის ფაქტს სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი იძი­ებს.

ის დაჭ­რი­ლი გივი (გიჩო) მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის დაც­ვა­ში მუ­შა­ობ­და.

რაც შეეხება უშუალოდ შემთხვევას რო­გორც Ambebi.ge-ს თვითმხილ­ვე­ლი უყ­ვე­ბა, საბა გა­ხო­კი­ამ (გარ­დაც­ვლილ­მა) შავი ჩან­თი­დან "ვინ­ჩეს­ტე­რის“ მარ­კის ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი ამო­ი­ღო და გიჩო მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის მი­სა­მარ­თით გა­ის­რო­ლა.

მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მელ­მა მას სა­პა­სუ­ხო ცე­ცხლი გა­უხ­სნა, რის შე­დე­გა­დაც გა­ხო­კია ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. რაც შე­ე­ხე­ბა მარ­გვე­ლაშ­ვილს, ის ფეხ­ში მძი­მე­დაა დაჭ­რი­ლი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც გან­ზრახმკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი.

მოგვიანებით მედიაში სროლის ამსახველი ვიდეოკადრებიც გავრცელდა.

 
ipn.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა