კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„ნაპოლი“ და ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონი გახდა

ნახვები: 2449 „ნაპოლი“ და ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ სერია A-ს 33-ე ტურის მატჩში „უდინეზეს“ ესტუმრა. ნეაპოლელებს ჩემპიონობის ოფიციალურად გასაფორმებლად ამ შეხვედრაში ერთი ქულა სჭირდებოდათ. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა და „ნაპოლი“ სერია A-ს დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე იტალიის ჩემპიონი ოფიციალურად გახდა.

უდინეს „დაჩია არენაზე“ სტუმრებს 10 ათასამდე ნეაპოლელი ამხნევებდა. „ნაპოლიმ“ თამაში აქტიურად დაიწყო, მაგრამ მე-13 წუთზე მასპინძლები სანდი ლოვრიჩის ეფექტური გოლით დაწინაურდნენ და ტაიმიც მოიგეს.

შესვენების შემდეგ „ნაპოლიმ“ ანგარიში სწრაფად გაათანაბრა. 52-ე წუთზე კვარაცხელია-ოსიმენის წყვილმა თავისი საქმე მაინც გააკეთა – სტანდარტული მდგომარეობის გათამაშების შემდეგ კარში ხვიჩამ დაარტყა, დამატებაზე კი ნიგერიელმა თავდამსხმელმა გაიტანა – 1:1.

ხვიჩა 86-ე წუთზე აპლოდისმენტების ფონზე შეცვალეს, მატჩი კი 1:1 დასრულდა. 33 ტურის შემდეგ „ნაპოლიმ“ 80 ქულა დააგროვა მეორეადგილოსან „ლაციოსთვის“ (64) მიუწვდომელი გახდა ოფიცილაურად მოიპოვა იტალიის ჩემპიონის ტიტული.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს პირველივე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ში 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა