ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს

რომან გოცირიძე - ქვეყანაში არჩევნები თუ აზრს დაკარგავს, მაშინ გამოსავალი არის რევოლუცია

ნახვები: 586 რომან გოცირიძე - ქვეყანაში არჩევნები თუ აზრს დაკარგავს, მაშინ გამოსავალი არის რევოლუცია

ხელისუფლება როდესაც აცხადებს, რომ არჩევნებით წასვლას არ აპირებს, ცესკო-ს თავმჯდომარეს ნიშნავს, რათა ბოლომდე მის მიერ იყოს მართული, როდესაც არანაირი ცვლილება არ უნდა სასამართლოში, ქვეყანაში არჩევნები თუ აზრს დაკარგავს, მაშინ ხელისუფლების უზურპაციისგან გამოსავალი არის რევოლუცია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

რომან გოცირიძეს ჟურნალისტებმა კომენტარი სთხოვეს ზურაბ გირჩი-ჯაფარიძის განცხადებაზე, რომლის თქმითაც, რევოლუციაზე საუბარი ჩვეულებრივი ამბავია და ამაზე ლექციებზეც საუბრობს, თუ ახალგაზრდები კითხვას დასვამენ რევოლუციასთან დაკავშირებით.

გოცირიძის განაცხადებით, რევოლუცია ყოველთვის არ ნიშნავს ხელისუფლების არჩევნების გარეშე დათმობას.

„მშვიდობიანი რევოლუცია იყო სომხეთში, შედეგიანი რევოლუცია იყო საქართველოში და ძალიან ბევრ ქვეყანაში ხალხს ხელისუფლება შეუცვლია. ამიტომ ალბათ ხალხი თავად იგრძნობს, რა ფორმით უნდა გაუშვას პრორუსული ძალა ხელისუფლებიდან – არჩევნების გზით თუ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, კინწისკვრის გზით. ასე რომ, სიტყვა რევოლუციით ნურავინ ნურავის აშინებს. გვინახავს რევოლუცია ჩვენც, მათ შორის საქართველოში. არავინ სროლას არ აპირებს და არავინ აპირებს იარაღით პარლამენტში შეჭრას. ხალხის დიდი მასის გამოსვლის შემდეგ, ხელისუფლებები იძულებული არიან, ჩაატარონ რიგგარეშე არჩევნები ან არჩევნები, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევაში, გამარჯვებული უკვე ცნობილია. ხელისუფლება როდესაც იძულებულია, არჩევნები ჩაატაროს, ეს ნიშნავს, რომ ეს ხელისუფლება მიდის. ამიტომ რევოლუცია ყოველთვის არ ნიშნავს ხელისუფლების არჩევნების გარეშე დათმობას“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა