ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს

ევგენი პრიგოჟინი - რუსეთის ძალებმა ბახმუტთან მხოლოდ დღეს დაახლოებით ხუთი კვადრატული კილომეტრის ტერიტორია დაკარგეს

ნახვები: 583 ევგენი პრიგოჟინი - რუსეთის ძალებმა ბახმუტთან მხოლოდ დღეს დაახლოებით ხუთი კვადრატული კილომეტრის ტერიტორია დაკარგეს

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ რუსეთის ძალებმა ბახმუტთან მხოლოდ დღეს დაახლოებით ხუთი კვადრატული კილომეტრის ტერიტორია დაკარგეს. გავრცელებულ ვიდეომიმართვაში პრიგოჟინი მწვავედ აკრიტიკებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, რომელმაც მანამდე დაადასტურა მისი ძალების უკან დახევა და ამას უფრო ხელსაყრელ თავდაცვით პოზიციებზე გადასვლა უწოდა.

პრიგოჟინი თავდაცვის სამინისტროს ტყუილში ადანაშაულებს და რუსეთის ძალების „გადაჯგუფებას“ „არატაქტიკურ უკან დახევას უწოდებს“. მისი თქმით, ეს იყო თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილების გაქცევა. პრიგოჟინის განცხადებით, ეს უკან დახევა, საერთო ჯამში, მხოლოდ დღეს ხუთი კვადრატული კილომეტრის დაკარგვას ნიშნავს.

პრიგოჟინმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინამ დაიკავა ბახმუტთან ყველა ტაქტიკური სიმაღლე. „ვაგნერის“ ხელმძღვანელის განცხადებით, უკრაინის ძალებმა სრულად გაათავისუფლეს ჩასივ იარისა და ბახმუტის დამაკავშირებელი გზა, რომელიც ბახმუტში უკრაინის ძალების მომარაგების მნიშვნელოვან მარშრუტს წარმოადგენს.

პრიგოჟინმა კიდევ ერთხელ განაცხადა თავდაცვის სამინისტროს მხრიდან მისი მებრძოლების მხარდაჭერის ნაკლებობის შესახებ. მისი ცნობით, „ვაგნერის“ ძალები საჭირო აღჭურვილობის მხოლოდ 10 პროცენტს იღებენ.

მანამდე პრიგოჟინის ტელეგრამარხზე გამოქვეყნდა რუსეთის თავდაცვის მინისტრისადმი წერილი, რომელშიც ის სერგეი შოიგუს ბახმუტში ჩასვლას სთხოვს.

„ამჟამად კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ქვედანაყოფები აკონტროლებენ დასახლებულ პუნქტ ბახმუტის 95%-ს და აგრძელებენ შეტევას მისი სრული გათავისუფლებისთვის. „ვაგნერის“ ფლანგებზე, სადაც რუსეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები იმყოფებიან, მოწინააღმდეგემ რამდენიმე წარმატებული კონტრშეტევა განახორციელა. რთული ოპერატიული სიტუაციის, ასევე საბრძოლო მოქმედებების წარმოების თქვენი მრავალწლიანი გამოცდილების გათვალისწინებით, გთხოვთ, ჩამოხვიდეთ ბახმუტის ტერიტორიაზე, რომელიც რუსეთის სამხედრო დანაყოფების კონტროლის ქვეშ იმყოფება და თავად შეაფასოთ შექმნილი ვითარება“, – წერს ევგენი პრიგოჟინი.

1TV.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა