კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

იაგო ხვიჩია - რუსეთს გადაწყვეტილება ჩვენი მეგობრობის გამო არ მიუღია, ეს არის მცდელობა, მოგვთაფლოს ძალიან იაფფასიანად და ჩამოგვაშოროს დასავლეთს

ნახვები: 512 იაგო ხვიჩია - რუსეთს გადაწყვეტილება ჩვენი მეგობრობის გამო არ მიუღია, ეს არის მცდელობა, მოგვთაფლოს ძალიან იაფფასიანად და ჩამოგვაშოროს დასავლეთს

ფრენებში პრობლემას იმაში ვხედავ, რომ რუსეთს ეს გადაწყვეტილება ჩვენი მეგობრობისა და სიყვარულის გამო არ მიუღია. ეს არის ერთგვარი მცდელობა, მოგვთაფლოს ძალიან იაფფასიანად და ჩვენი თავი ჩამოაშოროს დასავლეთს, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, ვინც ამგვარ პროვოკაციას აჰყვება და გულწრფელად დაიჯერებს, რომ რუსეთი კარგ საქმეს აკეთებს და იქითკენ უნდა წავიდეთ, ადეკვატური არ არის თანამედროვე სიტუაციის, რაც ქვეყნის შიგნით და გარეთ ხდება.

„საქართველოს ხელისუფლებას ამ გადაწყვეტილებისთვის უნდა შეეხედა, როგორც ყველისთვის სათაგურში და არა როგორც ჯილდოსთვის და მიღწევისთვის. ჩემი აზრით, რუსეთს ეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების გარეშე არ მიუღია და ამას აჩვენებს იმ კომპანიის რეგისტრაციაც, რომელიც, ფაქტობრივად, სანქცირებულია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონები, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ქვეყნების ჩამონათვალიდან ამოიღო. ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე ოკუპირებული რეგიონები ჩამონათვალში აღარ იძებნება. ავიაკომპანია „აზიმუტის“ მიერ გავრცელებული ცნობით, მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის რეისი 19 მაისიდან ყოველდღიურად შესრულდება.

ცნობისთვის, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენებს იწყებს ავიაკომპანია „აზიმუტ ეარლაინსი“, რომელიც ევროკავშირის შავ სიაში არ არის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა