ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს

ლევან ბეჟაშვილი - ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით 2012 წელთან პარალელების გავლება, ან პოლიტიკური უმეცრებაა, ან მანიპულაცია

ნახვები: 584 ლევან ბეჟაშვილი - ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით 2012 წელთან პარალელების გავლება, ან პოლიტიკური უმეცრებაა, ან მანიპულაცია

2012 წელთან პარალელების გავლება ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით ან პოლიტიკური უმეცრებაა, ან მანიპულაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, მთელი საერთაშორისო საზოგადოება ჩამოყალიბებულია, რუსეთი რას აკეთებს უკრაინაში და როგორ სამხედრო დანაშაულებს სჩადის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

ბეჟაშვილის თქმით, პასუხისმგებლობის გადატანა მხოლოდ რუსეთზე არ გამოვა.

„ჩვენი დასავლელი პარტნიორები ფრთხილ, მოზომილ და დიპლომატიური განცხადებებს აკეთებენ, მაგრამ ამ დიპლომატიურ განცხადებებს აუცილებლად მოჰყვება სამართლებრივ-პოლიტიკური გადაწყვეტილებები და „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირების სანქცირების საკითხიც. პასუხისმგებლობის მხოლოდ რუსეთის მხარეზე გადატანა არ გამოვა, რადგან თანხმობის გაცემა იმ კომპანიებზე, რომლებიც „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონს არღვევენ, ასევე იმ კომპანიებზე, რომლებზეც საერთაშორისო სანქციებია დაწესებული, ბუნებრივია, ეს არის ქართული ხელისუფლების გადაწყვეტილება და ამ პასუხისმგებლობის გადატანა მარტო რუსეთზე არ გამოვა“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა