War update: 196 combat engagements on frontline in past day as Russian pressure intensifies on Pokrovsk, Kostiantynivka axe
Russia loses another 1,400 troops in war against Ukraine in past 24 hours
Russian ballistic missile attack on Kyiv kills one, injures 10 and damages medical facilities and school
Melania Trump’s chief adviser: Russia pledges to respect Oleshky residents’ evacuation choices
Zelensky enacts NSDC decision on national security strategy
Russia expanding recruitment of African mercenaries amid heavy losses in Ukraine war – Bloomberg
Partisans gather intelligence on security at substation in Russian-occupied Dzhankoi
რუსეთმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანა – დაიღუპა ერთი ადამიანი, დაშავებულთა შორის სტუდენტებიც არიან

პარლამენტმა იუსტიციის საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი აირჩია, ოპოზიციის ნაწილმა კენჭისყრის დროს დარბაზი დატოვა

ნახვები: 497 პარლამენტმა იუსტიციის საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი აირჩია, ოპოზიციის ნაწილმა კენჭისყრის დროს დარბაზი დატოვა

პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი აირჩია. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის შედეგად ხმების საჭირო რაოდენობა მოაგროვეს ტრისტან ბენაშვილმა (93 მომხრე, ნული წინააღმდეგი), გიორგი გზობავამ (91 მომხრე, ნული წინააღმდეგი) და ზურაბ გურასპაშვილმა (93 მომხრე, ნული წინააღმდეგი).

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ასარჩევად, სულ მცირე, 90 ხმა იყო საჭირო. შესაბამისად, საბჭოს წევრების ასარჩევად საჭირო იყო როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციის ხმები.

საერთო ჯამში, კენჭი უნდა ეყაროს 29 კანდიდატურას. ოპოზიციის ნაწილმა კენჭისყრის დროს დარბაზი დატოვა, რის გამოც კენჭისყრები შეწყდა და ტექნიკური შესვენების შემდეგ გაგრძელდება. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ოპოზიციის მოქმედება, ჩააგდოს კანდიდატები, საბოტაჟია.

ამჟამად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი წევრის ვაკანტური ადგილია დარჩენილი.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა