Sybiha reacts ironically to idea of nominating Orbán for UN Secretary-General
Zelensky: Hegseth’s approval for Patriot missiles has been pending for nearly a month
პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვა – მანამდე პროკურატურამ მისი უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
ზაზა ბიბილაშვილი: „ქართული ოცნების“ სარჩელის დაკმაყოფილება 2008 წელს რუსეთის სამხედრო აგრესიის ლეგიტიმაციას ნიშნავს
პროკურატურა პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს – გიორგი პატარიძის საკითხზე იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართეს
მიხეილ სააკაშვილი: ბათუმიდან წამოვა ტალღა, რომელიც თბილისში ამ რეჟიმს წალეკავს – ქვეყანა სრული გაპარტახებისკენ მიდის
გოგნის ქარის ელექტროსადგური – როგორ შეიძლება ერთმა ინვესტიციამ რამდენიმე სოფლის ეკონომიკა შეცვალოს
Ukraine’s air defenses down 112 Russian drones, three missiles overnight

პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვა – მანამდე პროკურატურამ მისი უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა

ნახვები: 237 პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვა – მანამდე პროკურატურამ მისი უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ იუსტიციის მინისტრ პაატა სალიას თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართა.

„ბატონო პაატა, გთხოვთ, გამათავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან“, – ნათქვამია პატარიძის განცხადებაში.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საქართველოს პროკურატურის მიმართვა იუსტიციის სამინისტროსადმი, რომლითაც საგამოძიებო უწყებამ გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა.

პროკურატურის ეს გადაწყვეტილება დავით ფეიქრიშვილთან დაკავშირებულ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფონზე გახდა ცნობილი.

როგორც პროკურატურაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, სისხლის სამართლის საქმე იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან გამოსაძიებლად გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს გადაეცა.

„აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს. სისხლის სამართლის საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიება“, – განაცხადეს უწყებაში.

პროკურატურამ ასევე დაადასტურა, რომ იუსტიციის სამინისტროს გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით მიმართა.

ამ ეტაპზე უცნობია, დააკმაყოფილა თუ არა იუსტიციის მინისტრმა პატარიძის განცხადება და ოფიციალურად გათავისუფლდა თუ არა იგი თანამდებობიდან.

პროკურატურას არ დაუკონკრეტებია, რა გარემოებები გამოიკვეთა დავით ფეიქრიშვილთან დაკავშირებულ გამოძიებაში ან კონკრეტულად რამ განაპირობა პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა