Zelensky: Hegseth’s approval for Patriot missiles has been pending for nearly a month
პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვა – მანამდე პროკურატურამ მისი უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
ზაზა ბიბილაშვილი: „ქართული ოცნების“ სარჩელის დაკმაყოფილება 2008 წელს რუსეთის სამხედრო აგრესიის ლეგიტიმაციას ნიშნავს
პროკურატურა პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს – გიორგი პატარიძის საკითხზე იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართეს
მიხეილ სააკაშვილი: ბათუმიდან წამოვა ტალღა, რომელიც თბილისში ამ რეჟიმს წალეკავს – ქვეყანა სრული გაპარტახებისკენ მიდის
გოგნის ქარის ელექტროსადგური – როგორ შეიძლება ერთმა ინვესტიციამ რამდენიმე სოფლის ეკონომიკა შეცვალოს
Ukraine’s air defenses down 112 Russian drones, three missiles overnight
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,990 over past day

მიხეილ სააკაშვილი: ბათუმიდან წამოვა ტალღა, რომელიც თბილისში ამ რეჟიმს წალეკავს – ქვეყანა სრული გაპარტახებისკენ მიდის

ნახვები: 274 მიხეილ სააკაშვილი: ბათუმიდან წამოვა ტალღა, რომელიც თბილისში ამ რეჟიმს წალეკავს – ქვეყანა სრული გაპარტახებისკენ მიდის
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი ქვეყნის პოლიტიკური მომავლისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, ხოლო ხელისუფლების წინააღმდეგ წინააღმდეგობის ერთ-ერთი მთავარი ცენტრი ბათუმი იქნება.

ამის შესახებ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, 7 ნოემბრის საქმეზე გამართულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ბათუმში რომ ტარდება საკონსტიტუციო სასამართლო, იცოდეთ, რომ ბათუმიდან წამოვა ის ტალღა, რომელიც თბილისში ამ რეჟიმს წალეკავს, რადგან ყველაზე ბრძოლისუნარიანი ხალხი მანდ არის. ყველაზე კარგად ბათუმმა გაიგო, რა იყო კეთილდღეობა, თავისუფლება და განვითარება. ყველაზე მეტად ბათუმელების იმედი მაქვს“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისი შეფასებით, ქვეყანაში მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობაა, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც მოსახლეობის შემცირება და ემიგრაცია ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება.

„მთელი სოფლები დაცლილია. საქართველოს სოფლების უმეტეს ნაწილში რძეს ვერ იყიდი, მეწველი ძროხა აღარ დარჩა. ეს ხალხი ჩამოსულია ქალაქში, ტაქსაობენ, ქირით ცხოვრობენ და ემზადებიან იმისთვის, რომ ვარშავაში, იტალიაში და ამერიკაში გავიდნენ“, – აღნიშნა მან.

სააკაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხის განხილვას. მისი თქმით, სარჩელში წარმოდგენილი შეფასებები საქართველოს უახლესი ისტორიის მნიშვნელოვან მოვლენებს დანაშაულებრივ ქმედებებად წარმოაჩენს.

„ეს საკონსტიტუციო სასამართლო რას იხილავს, გაოგნებული ვარ. 2003 წლის ვარდების რევოლუცია უცხოეთის დავალებით, უკანონო სახელმწიფო გადატრიალებად არის გამოცხადებული. ჯერ ერთი, რა უცხოეთის დავალებით, გვეხვეწებოდა მაშინ ამერიკა, რომ გაყალბებული არჩევნების შედეგები მიგვეღო“, – განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ვარდების რევოლუციის შედეგად საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტები გაძლიერდა, განხორციელდა რეფორმები და შეიცვალა აჭარის პოლიტიკური მდგომარეობა.

„დღევანდელი ბათუმის განვითარება არაფერი იქნებოდა, რომ არა ვარდების რევოლუცია. ვარდების რევოლუცია თუ უკანონობაა, მაშინ აჭარისა და ბათუმის საქართველოს ტერიტორიებად ყოფნაც უკანონობაა“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

ყოფილი პრეზიდენტი ასევე გამოეხმაურა ერგნეთის ბაზრობის საკითხს, 2006 წელს რუსეთის სავარაუდო ჯაშუშური ქსელის წინააღმდეგ ჩატარებულ ოპერაციასა და 2008 წლის აგვისტოს ომის შეფასებებს.

მისი განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს, წინა ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ საქართველოს თავდაცვა დანაშაულებრივ ქმედებებად წარმოაჩინოს.

„მათ უნდათ გააუქმონ ანწუხელიძის, შინდისის გმირებისა და სხვების გმირობა. ეს ჩვენი გმირული თავდაცვა ანტისახელმწიფოებრივად გამოაცხადეს“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ყოფილი პრეზიდენტის შეფასებით, არსებული პოლიტიკური კურსის გაგრძელება ქვეყანას კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობამდე მიიყვანს.

„თუ ესენი დარჩნენ, მე მგონი, გასაგებია, რაც მოხდება ამ ქვეყანაში. ეს ქვეყანა არა თუ იზოლაციამდე, არამედ სრულ გაპარტახებამდე მივა. ნუთუ ვერ ხედავთ, რომ ქვეყანას ცეცხლი უკიდია? სამი მთავარი სიტყვა გაგვიბანძეს – იმედი, მშვიდობა და ოცნება. ალბათ, ეს სიტყვები თაობებს შეზიზღდებათ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე 2008 წელს მოკლული სამხედრო მოსამსახურის, როინ შავაძის საქმესაც შეეხო. მან შავაძე ღალატში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ის რუსეთის დაზვერვას ქართული სამხედრო ძალების განლაგებისა და დასაბომბი ობიექტების შესახებ ინფორმაციას აწვდიდა.

TV პირველი - ახალი ამბების პორტალი

 

ამასთან, აღნიშნული ბრალდება სააკაშვილის განცხადებაა და დადასტურებულ ფაქტად ვერ ჩაითვლება. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2020 წელს საქმეზე „შავაძე საქართველოს წინააღმდეგ“ დაადგინა, რომ როინ შავაძის სიცოცხლის უფლება დაირღვა და სახელმწიფომ მისი გარდაცვალების გარემოებების დამაჯერებელი ახსნა ვერ წარმოადგინა. 2024 წელს კი შავაძის უკანონო დაკავებისა და მკვლელობის საქმეზე ორ პირს 12-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა