მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

პროკურატურა პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს – გიორგი პატარიძის საკითხზე იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართეს

ნახვები: 338 პროკურატურა პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს – გიორგი პატარიძის საკითხზე იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართეს
საქართველოს პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით მიმართა. გადაწყვეტილება დავით ფეიქრიშვილთან დაკავშირებულ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფონზე მიიღეს.

ამის შესახებ პროკურატურაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს. სააგენტო დაინტერესდა, რა ეტაპზეა დავით ფეიქრიშვილთან დაკავშირებული ინფორმაციის საფუძველზე დაწყებული გამოძიება და რა გარემოებები გამოიკვეთა ამ დროისთვის.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმე იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან გამოსაძიებლად გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს გადაეცა.

„აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს. სისხლის სამართლის საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიება“, – განაცხადეს უწყებაში.

ამასთან, პროკურატურამ დაადასტურა, რომ იუსტიციის სამინისტროს გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით მიმართა.

„საქართველოს პროკურატურამ რეკომენდაციით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, შეუჩერდეს უფლებამოსილება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს, გიორგი პატარიძეს“, – ნათქვამია პროკურატურის პასუხში.

პროკურატურას არ დაუკონკრეტებია, რა გარემოებებმა განაპირობა აღნიშნული რეკომენდაცია ან რა შედეგები გამოიკვეთა გამოძიების ამ ეტაპზე.

ამ დროისთვის ასევე უცნობია, მიიღო თუ არა იუსტიციის სამინისტრომ გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების გადაწყვეტილება.

მნიშვნელოვანია: პროკურატურის რეკომენდაცია არ ნიშნავს, რომ გიორგი პატარიძეს უფლებამოსილება უკვე შეუჩერდა ან მის მიმართ სისხლისსამართლებრივი ბრალდებაა წარდგენილი. გავრცელებულ ინფორმაციაში არც ერთი ეს გარემოება დადასტურებული არ არის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა