Sybiha reacts ironically to idea of nominating Orbán for UN Secretary-General
Zelensky: Hegseth’s approval for Patriot missiles has been pending for nearly a month
პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვა – მანამდე პროკურატურამ მისი უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
ზაზა ბიბილაშვილი: „ქართული ოცნების“ სარჩელის დაკმაყოფილება 2008 წელს რუსეთის სამხედრო აგრესიის ლეგიტიმაციას ნიშნავს
პროკურატურა პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს – გიორგი პატარიძის საკითხზე იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართეს
მიხეილ სააკაშვილი: ბათუმიდან წამოვა ტალღა, რომელიც თბილისში ამ რეჟიმს წალეკავს – ქვეყანა სრული გაპარტახებისკენ მიდის
გოგნის ქარის ელექტროსადგური – როგორ შეიძლება ერთმა ინვესტიციამ რამდენიმე სოფლის ეკონომიკა შეცვალოს
Ukraine’s air defenses down 112 Russian drones, three missiles overnight

ზაზა ბიბილაშვილი: „ქართული ოცნების“ სარჩელის დაკმაყოფილება 2008 წელს რუსეთის სამხედრო აგრესიის ლეგიტიმაციას ნიშნავს

ნახვები: 251 ზაზა ბიბილაშვილი: „ქართული ოცნების“ სარჩელის დაკმაყოფილება 2008 წელს რუსეთის სამხედრო აგრესიის ლეგიტიმაციას ნიშნავს
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის ერთ-ერთი მთავარი მიზანი 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის გამართლებისთვის სამართლებრივი საფუძვლის შექმნაა.

ამის შესახებ ბიბილაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, სადაც პარლამენტის 88 წევრის სარჩელი განიხილება ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის მოთხოვნით.

ბიბილაშვილის შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გამოყენება პოლიტიკური პარტიების აკრძალვისა და სხვა არაკონსტიტუციური მიზნების მისაღწევად სამართალწარმოების ბოროტად გამოყენების მძიმე ფორმაა.

„სარჩელის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მიზანია, კონსტიტუციურ დონეზე დაადასტუროს ოკუპანტი სახელმწიფოს, რუსეთის ფედერაციის მტკიცება, რომ 2008 წელს მისი სამხედრო აგრესია იყო ლეგიტიმური, რადგან ამის საფუძველი შექმნა საქართველომ. მინდა ხაზი გავუსვა – არა რომელიმე პარტიამ, არამედ საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ, შესაბამისად, თქვენმა და ჩემმა სამშობლომ, ჩვენმა სახელმწიფომ“, – განაცხადა ბიბილაშვილმა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, თუ როგორ განმარტავს მოსარჩელე მხარე საკუთარ მიზნებს, სარჩელის დაკმაყოფილებას კონკრეტული სამართლებრივი და პოლიტიკური შედეგი ექნება.

„შეიძლება იდავონ, რომ ეს არ არის მიზანი, მაგრამ ვერავინ იდავებს, რომ ამ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შედეგი იქნება ზუსტად ეს – რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის ლეგიტიმაცია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დონეზე“, – აღნიშნა მან.

ბიბილაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მოსარჩელე მხარე ერთმანეთში ურევს პოლიტიკურ და სამართლებრივ პასუხისმგებლობას, არ განასხვავებს სახელმწიფოსა და პოლიტიკურ პარტიას და კონკრეტული თანამდებობის პირების გადაწყვეტილებებს მთლიანად პარტიებს აკისრებს.

„მოსარჩელე მხარე შეგნებულად ურევს ერთმანეთში პოლიტიკურ და სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ასევე, არ ასხვავებს სახელმწიფოსა და პარტიას და არ ავლებს მათ შორის არანაირ ზღვარს“, – განაცხადა ბიბილაშვილმა.

მისივე შეფასებით, „ქართული ოცნება“, ერთი მხრივ, წინა ხელისუფლების კონკრეტული წარმომადგენლების გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობას პოლიტიკურ პარტიებს აკისრებს, მეორე მხრივ კი საკუთარ პარტიას სახელმწიფოსთან აიგივებს და მისი პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართულ საქმიანობას ანტისახელმწიფოებრივად წარმოაჩენს.

შეგახსენებთ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს „ქართული ოცნების“ სარჩელს, რომლითაც ხუთი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების – „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროას“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“-ის, „ფედერალისტური პარტიისა“ და „გახარია საქართველოსთვის“-ის აკრძალვაა მოთხოვნილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა