პატარიძის თანამდებობიდან წასვლას წინ უძღოდა საქართველოს პროკურატურის რეკომენდაცია, რომლითაც საგამოძიებო უწყებამ იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორისთვის უფლებამოსილების შეჩერება მოსთხოვა.
აღნიშნული რეკომენდაცია დავით ფეიქრიშვილთან დაკავშირებულ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფონზე გაიცა.
პროკურატურის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს გადაეცა, სადაც ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.
ამ დროისთვის პროკურატურას არ დაუკონკრეტებია, რა გარემოებები გამოიკვეთა გამოძიების ფარგლებში ან კონკრეტულად რამ განაპირობა გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია.