ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ
უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა

ოპოზიცია პარლამენტის წინ აქციას 19:00 საათიდან აანონსებს

ნახვები: 551 ოპოზიცია პარლამენტის წინ აქციას 19:00 საათიდან აანონსებს

მნიშვნელოვანია, დღეს პარლამენტთან დავაფიქსიროთ მკვეთრი პოზიცია, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიული არჩევანი არის ევროპა, კიდევ ერთხელ გავაგონოთ ხმა რუსულ ხელისუფლებას, მსოფლიოს, რომ არ შევეგუებით ჩვენი ქვეყნის გარუსებას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტში ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისის შესრულებით, „რუსულმა პარტიამ საქართველოში კიდევ ერთი ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი გადადგა“.

„საქმე ეხება 123 ქვეყანაში ძებნილ სამხედრო დამნაშავე პუტინს, რომელიც ამ წუთებშიც ახორციელებს საქართველოს ოკუპაციას, უკრაინაში აწარმოებს ბარბაროსულ ომს, სადაც ხოცავს ქალებს და ბავშვებს, ამასობაში არ მოიძებნა ქვეყანა მსოფლიოში, გარდა საქართველოსი, რომელიც მკვლელ პუტინთან დაზავდებოდა, მის გადაწყვეტილებას შემდეგ უწოდებდა კეთილშობილურს და მეტიც, ზარზეიმით ხვდება „რუსული ოცნება“, ხელისუფლება აეროპორტში რუსულ ხომალდს, რომლის მიმართულებაც უკრაინელმა ჯარისკაცებმა ერთხელ უკვე განსაზღვრეს და მისცეს კონკრეტული გეზი, საით წასულიყვნენ.

ეს არის უმნიშვნელოვანესი პროცესი საქართველოში, რაც დაიწყო რუსმა ოლიგარქმა და რუსულმა პარტიამ, ჩვენი ქვეყნის ბოლომდე გარუსება იმ პირობებში, როცა ევროკავშირის კარი ისე ღიაა, როგორც არასდროს და გვაქვს ისტორიული შანსი ისეთი, როგორც არასდროს. სწორედ ამ დროს კარებში გაეჩხირა ბიძინა ივანიშვილი და რუსული პარტია.

მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ჩვენი მკვეთრი პოზიცია, რომ „არა რუსულ მთავრობას“, „არა მკვლელ პუტინს“ და ის, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიული არჩევანი არის ევროპა. ამიტომ დღეს საქართველოს პარლამენტთან, 19:00 საათიდან უნდა დავიწყოთ შეკრება, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა და კიდევ ერთხელ გავაგონოთ ხმა რუსულ ხელისუფლებას, მთელ მსოფლიოს, რომ არ შევეგუებით ჩვენი ქვეყნის გარუსებას და პუტინისტურ რეჟიმს საქართველოში. ამისთვის მნიშვნელოვანია, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ პასუხისმგებლიანად მივიღოთ ეს გადაწყვეტილება და ყველა ერთად შევიკრიბოთ. ამ დროს, როდესაც ჩვენ დავიწყებთ შეკრებას, პარლამენტში იქნება შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, რომელიც ასევე უშუალოდ პასუხისმგებელია იმ მოქმედებებზე, რაც ახლა ხდება აეროპორტში. ჩვენ ვხედავთ, რომ აეროპორტში ანტიპუტინისტური აქციის მონაწილეებს ერთმანეთის მიყოლებით აკავებენ და ძალადობენ სამოქალაქო აქტივისტებზე, ნაცვლად იმისა, რომ იცავდნენ საქართველოს კონსტიტუციას, სადაც ცალსახად წერია, რომ ჩვენი ევროპული მომავალი გარანტირებულია კონსტიტუციით და ყველა უწყებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი ევროპული მომავალი, ისინი აკეთებენ საპირისპიროდ. ამიტომ მნიშვნელოვანია, ხალხმა გასცეს პასუხი“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა