გოგნის ქარის ელექტროსადგური – როგორ შეიძლება ერთმა ინვესტიციამ რამდენიმე სოფლის ეკონომიკა შეცვალოს
Ukraine’s air defenses down 112 Russian drones, three missiles overnight
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,990 over past day
Vučić concedes defeat in Parliamentary election
მედია: ტრამპის ადმინისტრაცია ვიქტორ ორბანს გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე მხარს უჭერს – ვაშინგტონი რუსეთისა და ჩინეთის მხარდაჭერის მოპოვებასაც ცდილობს
Trump Administration backs Orbán for UN Secretary-General – media
FM Sybiha: War cannot be ended by stopping Ukraine’s resistance
Zelensky: Bipartisan support for Ukraine in U.S. grows stronger

ლევან ხაბეიშვილი - რუსეთის გუბერნიად გვაყალიბებენ, სულ რომ ჩაბარდე პუტინს, არაფერ ტერიტორიას არ დაგიბრუნებენ, ეს ტყუილია

ნახვები: 499 ლევან ხაბეიშვილი - რუსეთის გუბერნიად გვაყალიბებენ, სულ რომ ჩაბარდე პუტინს, არაფერ ტერიტორიას არ დაგიბრუნებენ, ეს ტყუილია

რუსეთის გუბერნიად გვაყალიბებენ, სულ რომ ჩაბარდე რუსეთს და პუტინს, ისინი არაფერ ტერიტორიას არ დაგიბრუნებენ, არასდროს დაიჯეროთ, მსგავსი არაფერი მოხდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილს კითხვა დაუსვეს საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელის, ფადი ასლის განცხადებაზე, რომელმაც თქვა: „თეორიულად დავუშვათ, რომ რუსეთი ივანიშვილს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებას დაჰპირდა. კითხვა, რომელიც თითოეულმა ქართველმა პატიოსნად უნდა დაუსვას საკუთარ თავს: მინდა, გავერთიანდე ორ სეპარატისტულ რეგიონთან და ვიცხოვრო მათთან, როგორც რუსეთის მონამ, თუ მინდა, ვიცხოვრო დამოუკიდებლად და თავისუფლად, როგორც ევროკავშირის წევრმა ამ ორი რეგიონის გარეშე?“

ლევან ხაბეიშვილის თქმით, მისთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, უმნიშვნელოვანესია ევროკავშირის წევრობა და ნატო-ში გაწევრიანება. ხაბეიშვილის განმარტებით, ევროკავშირში გაწევრიანება სწორედ იმიტომ სურთ, რომ უზრუნველყოფილი იყოს ტერიტორიული მთლიანობა.

„ჯერ, მოდი, ერთი ვთქვათ, რუსეთის გუბერნიად გვაყალიბებენ, სულ რომ ჩაბარდე რუსეთს და პუტინს, ისინი არაფერ ტერიტორიას არ დაგიბრუნებენ, ეს არის ტყუილი. არასდროს დაიჯეროთ, მსგავსი არაფერი მოხდება, ისედაც რუსული ხელისუფლებაა, რუსული მარიონეტული რეჟიმია, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები მაინც ოკუპირებულია, მავთულხლართებს მაინც აბამენ, ჩვენს მოქალაქეებს მაინც იტაცებენ. ამ მიმართულებით არაფერი შეიცვლება. რაც შეეხება ევროკავშირსა და ნატო-ს, იმიტომ გვინდა ევროკავშირში, რომ ტერიტორიული მთლიანობა იყოს უზრუნველყოფილი, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი. გულწრფელად გეუბნებით, არ ვიცი, ვის რა მოსაზრება აქვს, მაგრამ ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, უმნიშვნელოვანესია ევროკავშირის წევრობა და ნატო-ში გაწევრიანება“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა