სალომე ზურაბიშვილი - ყველას ეხება რეჟიმის პოლიტიკა, ყველას ავიწროებს და ყველას შესაძლებლობების გზას უკეტავს
ელინა ვალტონენი ეუთო-ს მინისტერიალზე - საქართველოში ჩემი ვიზიტი დემოკრატიულ უკუსვლასა და სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან როლს შეეხო
ჯეიმს მაკკლირი - საქართველოდან ნამდვილად შოკისმომგვრელი ამბავია - ისინი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებენ
საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, რითაც საფრანგეთის მთავრობას მოუწოდებს, მხარი დაუჭიროს ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ მიზნობრივი სანქციების დაწესებას
Two civilians killed and 13 wounded in Donetsk region in 24 hours from Russian shelling
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,140 over past day
NATO alone to decide on Ukraine’s membership, Canada’s FM says
Collapse of Rosneft's revenues threatens related sectors of Russia's economy – intelligence

თეონა აქუბარდია - „ქართული ოცნება“ უბიძგებს ხალხს პროტესტისკენ, შევუერთდები ყველა აქციას, რომელიც ემსახურება ჩვენი გაცხადებული საგარეო ვექტორის დაცვას

21.05.2023 ნახვები: 585

„ქართული ოცნება“ გადავიდა ღიად და დაუფარავად კრემლის მსახურებაში, აქ საუბარი არ არის მხოლოდ პირდაპირი ფრენების აღდგენაზე. ახლა უკვე კობახიძე გამოდის უფლებადამცველი რუსი პოლიტიკოსების, რომლებიც არიან სანქცირებული და მათი ოჯახის წევრების, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ მოცემულობაში პირდაპირ ხდება ქვეყნის საგარეო ვექტორის ცვლა რუსეთის გავლენების სასარგებლოდ, რაც დამღუპველია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის.

„ქართული ოცნება“ უბიძგებს ხალხს პროტესტისკენ და რაც უფრო მეტი ამგვარი ქმედება და განცხადებები იქნება, ვფიქრობ, მეტი იქნება პროტესტიც. რა თქმა უნდა, შევუერთდები ყველა აქციას, რომელიც ემსახურება ჩვენი გაცხადებული საგარეო ვექტორის დაცვას. ჩვენ ვხედავთ, რომ ფაქტობრივად სუვერენიტეტს გვიზღუდავს „ქართული ოცნება“ კრემლის პოლიტიკის სამსახურით. ამ მოცემულობაში აუცილებელია წინააღმდეგობა და ქვეყნის საგარეო ვექტორის დაცვა“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ამასთან, თეონა აქუბარდია მბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტის განცხადება სრულ თანხვედრაშია ევროპულ მომავალთან და გაცხადებულ სურვილთან.

„იმასაც ვხედავთ, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ღიად უპირისპირდება დასავლურ სანქციებს და ის არ დაიცავს ამ სანქციებს. ამ მოცემულობაში იმ ტერორისტული რეჟიმის მსახურებს, რომლებიც ამხელა აგრესიას აწარმოებენ არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ საქართველოში, ფაქტობრივად, ის უფრო მეტად ეპატიჟება, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში, ეს კიდევ ერთი ნაბიჯია ჩვენი სუვერენტიტეტის წინააღმდეგ“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა