არასამთავრობო ორგანიზაციები გიორგი დავითაძის საქმეზე დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას მოითხოვენ
გიორგი მელაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოდან ორი გერმანული ფონდი გააძევა და ქვეყანა ბელარუსის, რუსეთისა და აზერბაიჯანის „კლუბს“ შეუერთა
ბესო წერედიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: თავისიანებს არ ინდობენ, მათთვის არ არსებობს ღირსება, რწმენა და თავმოყვარეობა
ირაკლი მელაშვილი: დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება გაისვარა იმ სიბინძურეში, რასაც პატიმრების წამება ჰქვია
გიორგი დავითაძის დედა: პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები სრული არ არის, ბევრი ნაწილი აკლია
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული, საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში წავიდეს, ეკლესიებს შორის ურთიერთობა გრძელდება და გაგრძელდება
თანამედროვე ჟურნალისტიკა: ეპოქის გამოწვევები და ობიექტურობის ძიება
კონრად ადენაუერის ფონდი თბილისში ოფისს ხურავს - KAS გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობის მიერ საქმიანობის შეზღუდვას უკავშირებს

ვოლოდიმირ ზელენსკი - მსოფლიოს ესმის ჩვენი პოზიცია, ჩვენ ერთად გავზრდით უკრაინის პოტენციალს

ნახვები: 580 ვოლოდიმირ ზელენსკი - მსოფლიოს ესმის ჩვენი პოზიცია, ჩვენ ერთად გავზრდით უკრაინის პოტენციალს

მსოფლიოს ესმის ჩვენი პოზიცია, ჩვენ ერთად გავზრდით უკრაინის პოტენციალს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.

„ჩვენ ვასრულებთ ამ ძალიან რთულ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან კვირას. პარასკევს ვიყავით არაბულ ლიგაზე, შაბათს და კვირას G7-ის სამიტზე. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან შეხვედრა. ასეთი მოლაპარაკებების შემდეგ, ჩვენ, როგორც ყოველთვის, გავძლიერდებით“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მადლობას უხდის ინდონეზიის, კორეის რესპუბლიკის, ვიეტნამის და ავსტრალიის ლიდერებს, ასევე, კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს უკრაინის მხარდაჭერისთვის.

„მსოფლიოს ესმის ჩვენი პოზიცია, დაცვა და უსაფრთხოების გარანტიები, ჩვენი ყველა ტერიტორიის დაბრუნება, მთელი ჩვენი ხალხის, სამართლიანობის, ჩვენი მშვიდობის ფორმულის განხორციელების მნიშვნელობა. მსოფლიოს უმრავლესობას ესმის ჩვენი პოზიცია ყველა მნიშვნელოვან საკითხში და ჩვენ ერთად გავზრდით უკრაინის პოტენციალს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა