ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ
უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა

ჯოზეფ ბორელი- ევროკავშირი გმობს რუსული ბირთვული იარაღის ბელარუსში განლაგების გადაწყვეტილებას

ნახვები: 551 ჯოზეფ ბორელი- ევროკავშირი გმობს რუსული ბირთვული იარაღის ბელარუსში განლაგების გადაწყვეტილებას

ევროკავშირი გმობს რუსული ბირთვული იარაღის ბელარუსში განლაგების შესახებ გადაწყვეტილებას. ამის შესახებ აღნიშნულია საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებაში.

„ეს არის ნაბიჯი, რომელიც შემდგომ მიგვიყვანს უკიდურესად საშიშ ესკალაციამდე“, – აღნიშნავს ბორელი.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ვალდებულებებს, რომელიც რუსეთს ბუდაპეშტის მემორანდუმის საფუძველზე ეკისრება და რომლის მიხედვითაც, ბელარუსმა ყველა ბირთვული იარაღის ლიკვიდირება მოახდინა საკუთარი ტერიტორიიდან. ამასთან, ეწინააღმდეგება ბირთვული იარაღის მქონე ხუთი სახელმწიფოს ლიდერის 2022 წლის 3 იანვრის ერთობლივ განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ ბირთვულს ომს გამარჯვებული არ ეყოლება და არასდროს არ უნდა იქნას გამოყენებული.

ბორელის თქმით, ბელარუსი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის თანამონაწილეა.

„მოვუწოდებთ ბელორუსის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს რუსეთის აგრესიული ომის მხარდაჭერა უკრაინის წინააღმდეგ და შეცვალოს გადაწყვეტილებები, რომლებსაც შეუძლიათ, მხოლოდ გაზარდონ დაძაბულობა რეგიონში და ძირი გამოუთხარონ ბელორუსის სუვერენიტეტს. სიტუაციის შემდგომი ესკალაციის ნებისმიერ მცდელობას გადამწყვეტი და კოორდინირებული პასუხი მოჰყვება“, – წერია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა