სალომე ზურაბიშვილი - ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ
სალომე ზურაბიშვილი - დღეს ვინც პარლამენტში შევა, შევა რუსეთში
მამუკა მდინარაძე - შევეცდებით, პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს
ოლაფ შოლცი - რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შერაცხადია
Russians strike Dnipro with ballistic missile, likely from Kedr complex – Ukrainian intel
Oreshnik missile strike on Dnipro does not indicate risk of nuclear weapons use - ISW
Ukraine’s General Staff: 190 combat clashes at front in past day

2 ოქტომბერი - ჩამოვა თუ არ ჩამოვა?

30.09.2021 ნახვები: 1521

სულ რამდენიმე დღე დარჩა ადგილობრივ არჩევნებამდე და სააკაშვილის სავარაუდო ჩამოსვლამდე.

ადგილობრივი თვითმმართველობის განუვითარებლობის ფონზე, მუნიციპალურ არჩევნებს გადამწყვეტი მნიშვნელობა არასდროს ენიჭებოდა - ეს არჩევნები საქართველოში, როგორც წესი, საპარლამენტო კამპანიის რეპეტიციად განიხილებოდა.

ასე იქნებოდა ამჟამადაც, რომ არა ორი გარემოება.

პირველია მიშელის შეთანხმება, რომელიც „ქართულმა ოცნებამ" კი გადაადგო სანაგვეში, თუმცა, ფსიქოლოგიურ ფაქტორად ის კვლაც რჩება. ასეა თუ ისე, დაინიშნება თუ არა ვადამდელი არჩევნები, გარკვეულწილად 2 ოქტომბერი რეფერენდუმის ხასიათს მაინც ატარებს.

მეორე, უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორია სააკაშვილის ჩამოსვლა-არჩამოსვლა. საზოგადოებაში ამ საკითხისადმი ერთიანი აზრი ჯერ კიდევ არ არსებობს - ჩამოვა თუ არ ჩამოვა? გაბედავს და თავს სასწორზე დადებს, თუ ბოლო მომენტში საღი გონება გაიმარჯვებს, და ის კიევში დარჩება?

პასუხი ამ კითხვაზე ნათელი ძალიან მალე გახდება. თუმცა, მთავარი სხვაა - რისთვის ჩამოდის და რით დასრულდება ეს უკიდურესად სარისკო ვოიაჟი?

პირველ რიგში გაურკვეველია რატომ აირჩა ჩამოსვლისთვის მაინც და მაინც ადგილობრივი არჩევნები - სულ რომ მიაღწიოს პროტესტმა შედეგს და არჩევნებმა სამართლიანად ჩაიაროს, ეს ნიშნავს „ქართული ოცნების" დამარცხებას ადგილობრივ საკრებულოებში, რომლებსაც არანაირი ძალაუფლება არ გააჩნიათ..

რა თქმა უნდა, ეს გამარჯვებაც მნიშვნელოვანი იქნება ქოცების დამარცხებისთვის, თუმცა, არა გადამწყვეტი.. თანაც ასეთი რისკის ფასად.

თუმცა, ამ რეალობამდე კი - საკმაოდ შორი გზაა და ამ ეტაპზე მთავარი კითხვაა - შეძლებს კი სააკაშვილი გარეთ დარჩენას? და თუ შეძლებს - რამდენი ხნით, და რის ფასად?

მიშას ფან-კლუბში ჟრიამული და გამოცოცხლებაა. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ნახევარი საქართველო მხოლოდ ამ მომენტს ელოდება და გარეთ ათობით ათასი ადამიანი, სააკაშვილის დასაცავად და 2003 წლის განმეორებისთვის გამოვა.

ზოგადად ვინმეს თუ რამეს გულმხურვალე მხარდამჭერი - ცუდი მრჩეველია . წარმომიდგენია, როგორ აქეზებენ ისინი სააკაშვილს - „ჩამოდით ბატონი მიხეილ, ყველაფერი მზადაა, ასობით ათასი ადამიანი თქვენს ჩამოსვლას და ქოცების ჩამოგდებას ელოდება"...

სამწუხაროდ, გულმხურვალება რეალობასთან ხშირად ვერ მეგობრობს. საკმარისია რამდენიმე კვირა იცხოვრო საქართველოში და სიტუაციას ობიექტურად დაუკვირდე, რომ მიხვდე - ხელისუფლებით საყოველთაო და გულწრფელი უკმაყოფილების მიუხედავად, რევოლუციური განწყობები ქვეყანაში ვერა და ვერ მომწიფდა.

ქართველი ხალხი უსიტყვოდ ითმენს - თავხედებს ხელისუფლებაში, ქურდებს უბნებში, ეკონომიკურ სტაგნაციას, ითმენს ბერას, რომელიც „იკას" არასრულწლოვანებზე ანგარიშსწორებას უკვეთავს და კიდევ ვინ ჩამოთვლის რამდენ რამეს.. დღეს რომ მოეკლათ სანდრო გირგვლიანი, ქართული საზოგადოების მხრიდან ამაზე პასუხი და რეაგირება სრული გულგრილობა იქნებოდა.

საშუალო ფენა, რომელიც წესით ქვეყანაში ყველანაირი პროგრესული ცვლილებების მომტანი უნდა იყო, სრულ პოლიტიკურ აპათიაშია და მხოლოდ შვილების უცხოეთში გაგზავნაზე ფიქრობს. საქართველოს ბოლო 50 წლის მანძილზე არ ახსოვს ასეთი ინერტული და ჩამკვდარი საზოგადოება - საბჭოთა პერიოდშიც კი მეტი თანაგრძნობა და აღშფოთების უნარი იყო ხალხში.

ეს ყველაფერი ძალიან ცუდი ფონია რევოლუციისთვის, და სააკაშვილის უსაფრთხოების გარანტირებისთვის.

მიშას ჩამოსვლის მომხრეები, ეტყობა მხოლოდ ერთმანეთს ეკონტაქტებიან, და წარმოდგენა არა აქვს, რა ხდება მათი ვიწრო წრის მიღმა. მათ მხრიდან ერთ-ერთი არგუმენტია „100 000 კაცმა უკვე გამოთქვა სურვილი მიშას აეროპორტში დახვდეს".

მაგრამ ეს ხომ საქართველოა - აქ სიტყვას და საქმეს შორის - უფსკრულია. 100 000 ინტერნეტით დარეგისტრირებული მომხრე დაახლოებით იგივეა რაც ბაზრობაზე მოსული პოლიტიკოსების ჩახუტება მოვაჭრეების მხრიდან.

„მხოლოდ თქვენი იმედი გვაქვს" - ეუბნებიან ვაჭრუკანები უკლებლივ ყველა პოლიტიკოსს, რომელიც მათ მოიკითხავს - შალვა ნათელაშვილით დაწყებული ირმა ინაშვილით დამთავრებული. ჩემი მტერი იყოს მათი იმედით.

არასდროს არ დაუჯეროთ ბაზრის მოვაჭრეებს, ტაქსისტებს, ხელოსნებს.... და ინტერნეტში დარეგისტრირებულ მომხრეებს - მათი სიტყვის ფასი ნულია. ინტერნეტით ხვალ გამოკითხვა რომ ჩაატაროთ, გამოვა, რომ ომის დაწყების შემთხვევაში მოსახლეობის 80% საომრად წავა, და ამავე დროს მამაკაცების 90% ცოლად მხოლოდ ქალიშვილს მოიყვანს.. რამდენად სანდოა ეს მტკიცებულებები? რიტორიკული კითხვაა...

მიშას უსაფრთხოების გარანტია იქნება მხოლოდ და მხოლოდ ათობით ათასი ადამიანი მის ირგვლივ. ადამიანების მასა, რომლის გადათელვას გონებრივად დაავადებული ქოც-უფროსობაც კი ვერ გაბედავს. საკმარისია მიშას ირგვლივ სადღეღამისო კორდონი თუნდაც 5-6 ათასამდე შემცირდეს - მას იმავე წუთს დაიჭერენ.

არავითარი სალომე ზურაბიშვილი მას არ შეიწყალებს და რომც წარმოვიდგინოთ ასეთი აბსურდი, მეორე დღეს პროკურატურა ახალი საქმეს უპრობლემოდ შეკერავს. „ქართული ოცნებისთვის" სააკაშვილი თბილისში და თავისუფლებზე არის მთელი იდეოლოგიის და თავად არსებობისთვის უმძიმესი დარტყმა.

ქოცებს არ სურთ მიშა ციხეში - ეს მათთვის ზედმეტი თავის ტკივილია, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ დასავლეთთან ისედაც გაუარესებულ ურთიერთობებს. ხელისუფლება ყველანაირად შეეცდება მიშა საქართველოში არ შემოუშვას - მაგალითად, დააბრუნებს თვითმფრინავს კიევში..

მაგრამ თუ მიშა მაინც ჩამოვიდა და თუნდაც 1 კვირაში მის ირგვლივ მასა შეთხელდება, მას აუცილებლად დაიჭერენ.

ეს დიდი გამოცდა იქნება სააკაშვილისთვის - სანამ ბიძინა საქართველოს მართვას, მიშას გარეთ არ გამოუშვებენ. ის იჯდება ბოლომდე, რადაც ეს არ უნდა დაჯდეს. ქოცები გაწყვეტენ ურთიერთობებს დასავლეთთან, ქვეყნის შიგნით სამოქალაქო დაპირისპირებას გააღვივებენ, მოწინააღმდეგეებს ზონდერ-ბრიგადებს მიუქსევენ, თუ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა - შეიარაღებულ ძალებს, ტანკებს, არტილერიას., ყველაფერს რაც იქნება საჭირო.

ქვეყანას პერსპექტივას მოუსპობენ, სისხლში ჩაახშობენ, მაგრამ მიშას გარეთ არ გაუშვებენ.

დღევანდელი საზოგადოებრივი პასიურობის ფონზე მოვლენათა სწორედ ასეთი განვითარების ალბათობა 90%-ა. 10% რჩება - საოცრებებიც ხდება..

არის თუ არა 10%-ანი საოცრება საკმარისი მიშასთვის, რომ მიშამ თავი გადადოს? 2 ოქტომბერს ვნახავთ.

ავტორი: თენგიზ აბლოთია

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა