Zelensky to attend G20 summit in Florida for talks with Trump and Putin if invited
Russia to step up ballistic missile attacks as U.S. cuts Patriot missile supplies to Ukraine – Zelensky
Trump asked Musk to lift Starlink restrictions in Ukraine – WSJ
Merz: Lasting peace in Ukraine impossible without Europe`s participation
`Nothing personal between me and Trump`- Zelensky comments on tensions with U.S.
დიტო ჩუბინიძე საბოტაჟის ბრალდებას არ აღიარებს – ადვოკატის განცხადებით, ჟურნალისტი ირაკლი ღარიბაშვილს პირადად არ იცნობს და მასთან კომუნიკაცია არასდროს ჰქონია
დავით ოქიტაშვილი მამუკა მდინარაძესა და თიკა რუხაძეს: რა კონკრეტული წვლილი შეიტანეთ 2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვებაში? – ჯერ კიდევ ბევრი საკითხია გასარკვევი
ტრამპი: ილონ მასკმა უკრაინას Starlink-ზე წვდომა აღუდგინა – მნიშვნელობა არ აქვს, მე დავურეკე თუ ვინმე სხვამ

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან: სენტიმენტების ცვლილება - ლარის გაუფასურების მიზეზი

ნახვები: 508 თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან: სენტიმენტების ცვლილება - ლარის გაუფასურების მიზეზი

აპრილში სებ-მა რეკორდულად მაღალი ოდენობის - 322.4 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა. მაშინ, როდესაც მაისის სავალუტო შემოდინებების სტატისტიკა ჯერჯერობით არაა ხელმისაწვდომი, არ იკვეთება იმის ინდიკაცია, რომ ამ მხრივ შემცირებას აქვს ადგილი. ამასთან, ვალუტების მიხედვით დეპოზიტების ყოველდღიური დინამიკა სენტიმენტების ცვლილებაზე მიუთითებს. კერძოდ, თუ მანამდე ლარის დეპოზიტების ზრდა პრევალირებდა და ეს ფაქტორი, სავალუტო შემოდინებებს მიღმა, გამყარების მიმართულებით დამატებით ზეწოლას ქმნიდა, მაისში უკვე საპირისპირო ტენდენცია იკვეთება. ჯერჯერობით, სესხების კუთხით ანალოგიური ინფორმაცია არაა გამოქვეყნებული, თუმცა თიბისი კაპიტალის აზრით, აქაც უკვე სესხების ლარიზაციის მატებას ექნებოდა ადგილი. უნდა აღინიშნოს, რომ ისტორიულად, ეს ფაქტორი, რასაც ე.წ. შოკის გამაძლიერებელი შეიძლება ეწოდოს, ლარის კურსზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენდა.

 

რა შეიძლება ითქვას პროგნოზების კუთხით? თიბისი კაპიტალის აზრით, ახლა კურსის დამატებით გამყარების მოლოდინების სავარაუდოდ უფრო ნეიტრალური განწყობებით ჩანაცვლებას უფრო აქვს ადგილი, ვიდრე მნიშვნელოვანი გაუფასურების მოლოდინების ფორმირებას. ამასთან, თიბისი კაპიტალი ინარჩუნებს შეფასებას, რომ საშუალო კურსის გრძელვადიანი ტენდენციიდან და ინფლაციის პროგნოზიდან გამომდინარე, ლარის მცირე, თუმცა როგორც ჩანს მაინც გაუფასურების მიმართულებით შესწორება საბაზო სცენარია. ასევე თიბისი კაპიტალი ინარჩუნებს შეფასებას, რომ თუ სავალუტო ბაზრის მონაწილეთა დიდი უმრავლესობა ლარის სეზონურ მერყეობას მოელის, მაშინ ლარის კურსის სეზონურობას ადგილი აღარ ექნება.

 

გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა