ამ დღეებში საქართველოს პოლიტიკურ სცენაზე მოხდა ერთი საინტერესო მოვლენა, რომელსაც ყურადღება თითქმის არავინ მიაქცია.
კერძოდ, პარტიების დაფინანსების სტატისტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებაა - „კონსერვატიულ პარტიას“, ე.წ. „ალტინფოს“ სასარგებლოდ შემოწირულობები წინა კვარტალთან შედარებით 10-ჯერ შემცირდა.
წინა თვეებში ამ კუთხით „ალტინფო“ ერთ-ერთი ლიდერი იყო და მეორე ადგილზეც კი გავიდა, „ქურდული ოცნების“ შემდეგ, რა თქმა უნდა. ასეთი უხვი დაფინანსება ბევრ კითხვებს ბადებდა - დავიჯერო, სიხარბით და გაუმაძღრობით განთქმული ქართული ბიზნესი ასე ძალიან მოიხიბლა „კონსერვატორების“ კაცთმოძულე იდეებით?
ვინც იცის ქართული პოლიტიკა და ქართული ბიზნესი, ამას ვერასდროს დაიჯერებს.
ამ ფენომენის ახსნა მარტივია - ალტინფო მჭიდროდ თანამშრომლობს ხელისუფლებასთან და ქოც-ბიზნესმენებმა უფროსობისგან მითითება მიიღეს - ეს ბიჭები დაგვიფინანსეთ, ჩვენიანები არიან.
ისიც გასაგებია - რატომ და რაში სჭირდება ქოცობას მოძალადეთა და შავრაზმელთა დაჯგუფებები.
საქართველოს მოსახლეობის 10-15% არის რუსეთზე ორიენტირებული, ქსენოფობი, ანტიდასავლელი. ისინი საკუთარ თავში აერთიანებენ ყველანაირ საზიზღრობას, რაც კი შეიძლება მოიძებნოს მამაპაპურ ქართულ მენტალიტეტში - უსაქმურობა, გაუნათლებლობა, სიზარმაცე, სიველურე, ყველა განსხვავებული ადამიანის მიმართ სიძულვილი, ნეპოტიზმისკენ, ქურდობისკენ და კორუფციისკენ მიდრეკილება.
ამ კატეგორიის ძირითადი ნაწილის მთავარი შემოსავლის წყაროა დედების და ცოლების მიერ ევროპიდან გამოგზავნილი ფული, რომლის დიდი ნაწილიც სმაში, ნარკოტიკებში და აზარტულ თამაშებში იხარჯება.
ერთი სიტყვით, უსარგებლო, არაფრის მაქნისი, გენეტიკური ნაგავი.
მაგრამ ეს არის მოსახლეობის 10-15%. და „ქურდულ ოცნებას“ ამხელა რეზერვის დაკარგვა არ სურს.
სანამ იყო მაჟორიტარული სისტემა მათ ჰქონდათ იმის ფუფუნება, რომ ამ კატეგორიის ამომრჩევლის ხმები მის ერთგულ პარტნიორებთან გაეყო - წლების მანძილზე ქოცობის მთავარი თანამგზავრის როლს ასრულებდა პატრიოტთა ალიანსი, თუმცა მას, როგორც იტყვიან, თავში აუვარდა.
თარხან-მოურავი - ირმა ინაშვილის დუეტმა გარკვეულ პერიოდში მართლაც დაიჯერა, რომ რაღაცას წარმოადგენს, რომ არის თვითკმარი პარტია, რომელსაც ქოცების მეურვეობა სულაც არ სჭირდება,
როგორც ჩანს ამ თავხედობამ ბორენკა გააბრაზა, მან პატრიოტებს დაფინანსება შეუწყვიტა და პარტია ძალიან მალე გაქრა პოლიტიკური ველიდან.
ამის შემდეგ ჩნდება ალტინფო, ბევრად უფრო უხეში, უტვინო და პირდაპირ ძალადობაზე ორიენტირებული.
გასაგებია, რატომ სჭირდებოდა 10 წლის მანძილზე ხელისუფლებას ბიონაგავთან ურთიერთობაში შუამავალი - ის ხომ საკუთარ თავს პოზიციონირებდა, როგორც პროდასავლური, მოდერნიზაციაზე და პროგრესზე ორიენტირებული ძალა. ასეთი ძალისთვის კი მსგავს აუდიტორიასთან პირდაპირ და ღიად მუშაობა მთლად ლამაზი არ გამოვიდოდა.
თუმცა, ალტინფოს დაფინანსების მკვეთრი შემცირება ცხადყოფს - წითელი ხაზი გადაიკვეთა, არავინ არაფერს არ მალავს და არავის არაფრის არ ერიდება. დღეს ქოცებს არ სჭირდებათ შუამავალი ბიონაგავთან ურთიერთობებისთვის - ის თავად იქცა ალტინფოდ. ამიტომაც არავის სჭირდება მეორე ალტინფო.
ამ პროცესში მხოლოდ ერთი რამ შეიძლება ჩაითვალოს შედარებით დადებით მოვლენად - ქოცობა ცოცხლად განასახიერებს გამონათქვამს ნაძირლებზე, რომელთა ბოლო თავშესაფარია პატრიოტიზმი.
ქოცობამ ჩამოართვა კაცთმოძულე იდეოლოგია პოტენციურ კაციჭამიებს და მაროდიორებს - დღეიდან ეს ფეთქებადსაშიში იდეოლოგია სრულიად უიდეო და უპრინციპო ვაჭრუკანების ხელშია. ქოცებს არ აღელვებთ არც ქართველობა, არც მართლმადიდებლობა, არ გეი-აღლუმები ევროპაში - განსხვავებით ალტინფოელებისგან, რომლებიც სრულიად გულწრფელი კაციჭამიები არიან.
ქართულ ნაციონალიზში ყარაული შეიცვალა - ბნელი ფანატიკოსების ხელიდან „ქართველობის დაცვა“ მედროვეების და ვაჭრუკანების ხელში გადადის.
რაც უფრო მეტად ილაპარაკებენ კობახიძე და ღარიბაშვილი „ქართველობის დაცვაზე“ - მით უფრო აშკარა იქნება რამდენად მარგინალური, ფარისევლური და საუკუნოვან ჩამორჩენაზეა ორიენტირებული ეს ავადმყოფური იდეოლოგია.
ავტორი: თენგიზ აბლოთია