ბერდია სიჭინავა გიორგი ხოჯევანიშვილზე: მთელი ცხოვრება მოუწევს იმ ტვირთის ტარება, რომელიც ამ ჩვენების მიცემით აიღო
აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილემ თბილისში თავდაცვითი თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა
აფხაზეთში, რიწისკენ მიმავალ გზაზე კლდეზე ცეცხლი შენიშნეს, თვითმხილველი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ვულკანური ლავა იყოს
კოტე კემულარია: ტრამპის გადაწყვეტილებით, მარკო რუბიო ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობას ოფიციალურად დაიკავებს
თენგიზ აბლოთია: უწყვეტი პროტესტის ორი წელი - რისთვის ვდგავართ და რა გვინდა?
რომან გოცირიძე: ბოლო ერთი თვეა, სახელისუფლებო მედია და პროპაგანდისტები ჩემზე ორგანიზებულ შეტევას ახორციელებენ
Bloomberg: ევროკავშირი უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფამდე რეფორმების წინსვლას ითხოვს
კახა კახიშვილი ჩორჩანას საქმეზე: საგუშაგოს მოწყობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციაში არ შემოსულა, ფაქტი მედიით გავიგე

ჯოზეფ ბორელი - კახოვკის კაშხლის განადგურება არის რუსეთის სისასტიკის ახალი განზომილება

ნახვები: 673 ჯოზეფ ბორელი - კახოვკის კაშხლის განადგურება არის რუსეთის სისასტიკის ახალი განზომილება

უკრაინაში კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქებას საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი გამოეხმაურა.

„კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურება არის რუსეთის სისასტიკის ახალი განზომილება, რომელიც საფრთხეში აყენებს ასობით ათასი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლეს. სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები ომის დანაშაულად ითვლება. ჩვენ ვთანამშრომლობთ უკრაინასთან დახმარების უზრუნველსაყოფად“, – წერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი „ტვიტერზე“.

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთის ძალებმა დღეს დილით ააფეთქეს ხერსონის ოლქში მდებარე კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი. ხერსონიდან მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია. რამდენიმე დასახლებული პუნქტი უკვე ნაწილობრივ ან მთლიანად დატბორილია.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა