საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თეთრმა სახლმა აშშ-ის ახალი კონტრტერორისტული სტრატეგია გამოაქვეყნა
ადვოკატი - გიორგი უძილაური თავს დამნაშავედ არ ცნობს
ვლადიმერ ხუჭუა - ჩემ მიერ განხილულ საარჩევნო დავასთან დაკავშირებით გამოიკვეთა გარემოებები, რომლებიც შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სხვადასხვა დანაშაულის ნიშნებს და საჭიროებს სამართლებრივ შეფასებას
დონალდ ტრამპი - ირანთან ომი სწრაფად დასრულდება
ანდრეი სიბიგა მაკა ბოჭორიშვილთან სატელეფონო საუბარზე - უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების საერთო ინტერესზე შევთანხმდით - დავადასტურეთ მზადყოფნა, წინ წავწიოთ ორმხრივი თანამშრომლობა და შევინარჩუნოთ აქტიური კონტაქტი
მიტროპოლიტი იობი პროგრამული ხედვისა და ძირითადი პრიორიტეტების შესახებ წერილს აქვეყნებს
პატრიარქობის კანდიდატი, მეუფე გრიგოლი - პროგრამული ხედვის ძირითად პრინციპებს აქვეყნებს

იმდენად შთამბეჭდავი იყო, მარადონას გავლენით, „კვარადონა“ შეარქვეს

12.06.2023 ნახვები: 641

უეფა-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა წერილი გამოაქვეყნა ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომელიც ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელა.

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა – „ნაპოლის“ გარემარბი ჯილდოს სეზონის ბრწყინვალე გარღვევის შემდეგ იღებს

„„ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად უეფა-ს ტექნიკურ დამკვირვებელთა ჯგუფმა დაასახელა.

მშობლიური საქართველოს ბათუმის „დინამოდან“ იტალიაში 2022 წლის ივლისში გადასულმა 22 წლის მარცხენა გარემარბმა ყველას ყურადღება მიიპყრო, როდესაც მისი გუნდი გავიდა ევროპის უმაღლესი საკლუბო შეჯიბრის მეოთხედფინალში, სადაც „მილანთან“ დამარცხდა.

„ნაპოლის“ მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ მის შესახებ თქვა: „კვარა შესანიშნავი და საოცარია. ასაკის მიუხედავად, ის საუკეთესო ფეხბურთელია. მას ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს სასწავლი და როცა ამას მოახერხებს, სასიკვდილო, სუპერფეხბურთელი გახდება“.

ასევე განსაცვიფრებელი იყო კვარაცხელიას პირველი სეზონი სერია A-ში. ის დაეხმარა „ნაპოლის“ 1990 წლის შემდეგ სერია A-ს პირველი ტიტულის მოპოვებაში და ლიგაში სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. მისი გამოსვლები იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ „ნაპოლის“ დიდი არგენტინელის, დიეგო მარადონას გავლენით, მეტსახელად „კვარადონა“ შეარქვეს“, – წერს უეფა-ს ოფიციალური ვებგვერდი და ქართველი ფეხბურთელის სტატისტიკას აქვეყნებს.

კვარაცხელიას სტატისტიკა ჩემპიონთა ლიგაზე 2022/23 წლების სეზონში

მატჩი: 9

გოლი: 2

ასისტები: 4

პასების სიზუსტე: 74,23%

დაფარული მანძილი: 76,32 კმ

მაქსიმალური სიჩქარე: 33,6 კმ/სთ

ხვიჩა კვარაცხელიას მაჩვენებლებიდან შედარებით დაბალია თამაშის დროს დაფარული მანძილი – საშუალოდ 8,4 კილომეტრი შეხვედრაში, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ სულ ჩემპიონთა ლიგაზე 700 წუთი ითამაშა, ცხრა მატჩში რვაჯერ შეცვალეს, ერთ თამაშში კი მოედანზე შეცვლაზე შევიდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა