ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: ბოროტებაზე დუმილი და უმოქმედობა საზოგადოებას თანამოზიარედ აქცევს
„ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი“ საქართველოში საქმიანობას წყვეტს – ფონდი გადაწყვეტილებას მთავრობის მიერ შექმნილ პირობებს უკავშირებს
არასამთავრობო ორგანიზაციები გიორგი დავითაძის საქმეზე დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას მოითხოვენ
გიორგი მელაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოდან ორი გერმანული ფონდი გააძევა და ქვეყანა ბელარუსის, რუსეთისა და აზერბაიჯანის „კლუბს“ შეუერთა
ბესო წერედიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: თავისიანებს არ ინდობენ, მათთვის არ არსებობს ღირსება, რწმენა და თავმოყვარეობა
ირაკლი მელაშვილი: დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება გაისვარა იმ სიბინძურეში, რასაც პატიმრების წამება ჰქვია
გიორგი დავითაძის დედა: პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები სრული არ არის, ბევრი ნაწილი აკლია
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული, საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში წავიდეს, ეკლესიებს შორის ურთიერთობა გრძელდება და გაგრძელდება

ანჯეი დუდა - უკრაინა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობის პერსპექტივის შესახებ მკაფიო სიგნალს ელოდება

ნახვები: 576 ანჯეი დუდა - უკრაინა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობის პერსპექტივის შესახებ მკაფიო სიგნალს ელოდება

უკრაინა ელოდება მკაფიო სიგნალს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობის პერსპექტივის შესახებ, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ პარიზში „ვაიმარის სამკუთხედის“ შეხვედრამდე გამართულ პრესკონფერენციაზე.

დუდას თქმით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომელსაც უკრაინული საზოგადოება განსაკუთრებით ელოდება.

„იმედი მაქვს, რომ ვილნიუსში ნატო-ს მომავალი სამიტი კარგ სიახლეებს მოუტანს კიევს, რაც გულისხმობს იმას, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება მომავალში აშკარად ჩანს. ასევე იმას, რომ გვირაბის ბოლოს არის შუქი, რომლის დანახვაც თავად უკრაინელებს სურთ, როდესაც საქმე ნატო-ში გაწევრიანებას ეხება. ეს გამოჩნდება ვილნიუსში მიღებული გადაწყვეტილებების წყალობით“, – აღნიშნა დუდამ.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გერმანიის კანცლერსა და პოლონეთის პრეზიდენტს, „ვაიმარის სამკუთხედის“ შეხვედრის ფარგლებში, უკრაინის დახმარების საკითხებზე სასაუბროდ მასპინძლობს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა