თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia
Serviceman recruited by Russia while AWOL detained for directing strikes on Ukrainian forces

ევროკავშირი გმობს რუსეთის განზრახვას უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე სექტემბერში ე.წ. არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით

ნახვები: 555 ევროკავშირი გმობს რუსეთის განზრახვას უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე სექტემბერში ე.წ. არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით

ევროკავშირი გმობს რუსეთის განზრახვას უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე სექტემბერში ე.წ. არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. განცხადებას ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესცენტრი აქვეყნებს.

„ეს არის რუსეთის კიდევ ერთი უკანონო სამხედრო კონტროლის ლეგიტიმიზაციისა და დონეცკის, ლუჰანსკის, ზაპოროჟიეს, ხერსონის ოლქების და ასევე ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის ანექსირების მცდელობა.

მსგავსი განზრახვა წარმოადგენს გაერო-ს წესდების, ასევე, უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სერიოზულ დარღვევას, რადგან რუსეთს  უკრაინის ტერიტორიაზე ასეთი ქმედებების განხორციელების არანაირი უფლება არ აქვს“, – ვკითხულობთ განცხადებაში, სადაც ნათქვამია, რომ ე.წ. არჩევნების ორგანიზებაში ჩართული ყველა პირი, მათ შორის რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, პასუხისგებაში მიეცემა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა